ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ვრსალკოს აკვირდება

ცენტრალური ნახევარმცველის გუნდში მოყვანის შემდეგ ჯუზეპე მაროტას მთავარი საზრუნავი, სავარაუდოდ, მარჯვენა მცველის დამატება გახდება.იმ შემთხვევაში, თუ ტურინს ხუან კუადრადო გამოემშვიდობება, საჭირო გახდება ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც შტეფან ლიხტშტაინერს გაუწევს კონკურენციას და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის კიდეც მას.”სასოულოსთან” იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ არავის უკვირს, რომ ბებერ ქალბატონს გარკვეული ინტერესი სიმე ვრსალკოს მიმართ აქვს, ხორვატმა მოთამაშემ მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ტურინული გრანდის გარდა, “ნაპოლისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყურადღებაც მიიქცია.ნეროვერდი 24 წლის მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს, მაქსიმალური შეთავაზება კი, რომელიც “სასოულოს” ხელმძღვანელობამ მიიღო, ჯერ მხოლოდ 15 მილიონია, ისიც, “ნაპოლის” მხრიდან.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x