დიბალა : “იუვენტუსი ჩემი ოლიმპიადაზე თამაშის წინააღმდეგია”
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ პაულო დიბალა კოპა ამერიკის საბოლოო განაცხადს მიღმა დატოვა.არსებობდა მოსაზრება, რომ ალბიჩელესტე ახალგაზრდა ფორვარდს ოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებდა, თუმცა ტურინის “იუვენტუსი” ამის კატეგორიული წინააღმდეგია : “თანაგუნდელებთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი დიდ სანაკრებო ტურნირზე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.ტატა მარტინოს ვესაუბრე და მითხრა, რომ ოლიმპიადის განაცხადში ვიქნებოდი, მაგრამ იუვენტუსი ამის წინააღმდეგია.ტურინელები ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და უნდათ, მომავალ სეზონს დასვენებული ფორმაში შევხვდე.ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემთვის უკეთესია.”
კაი ბიჭი ხარ და ეტყობა მაგარი ჭკვიანიც