ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი და ბუფონი ტიფოზებს Puma-ში შეხვდნენ

ამ წუთებში მაღაზია “პუმა”-ში გულშემატკივრებს ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი ხვდებიან:

“ევროპა? თითოეულ ჩვენთაგანს რაღაც გრანდიოზულის გაკეთება გვწადია.. მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ საერთო წარმატებისთვის.. თავდაპირველად გაფართოებულმა შემადგენლობამ, ხოლო შემდეგ იმ 23-მა ვინც საბოლოო შტურმისთვის მოემზადება. ახალი ბუცები? დავტესტე უკვე და არაჩვეულებრივად მომერგო.. სამპდორიასთან შეხვედრაში ეფექტური გოლიც გავიტანე.. იმედი მაქვს საფრანგეთის წინააღმდეგ მოგვიწევს დაპირისპირება.. ეს საოცარი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში წარმომიდგენია ემოცია, რომელიც დაგვეუფლება.

ბუფონი:”ხელთათმანები? ბუნებრივია მათი ხარისხი მნიშვნელოვანია.. ასევე ისიც თუ რა იმალება და როგორი ძალაა მის ქვეშ. საერთოდაც, უნდა გვწამდეს, რომ შეგვწევს ძალა მივაღწიოთ წარმატებას. ჩვენი შემადგენლობა? მთავარი პლიუსი არის ორგანიზებულად და კოლექტიურად მოქმედება. შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვარებს უყურებდნენ, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. კარგად ვიცით თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი. კონტეს სახით ბრწყინვალე მოტივატორი გვყავს, რომელმაც იცის საჭირო დროს ფეხბურთელების სწორად დამოძღვრა. ჩემი სიტყვა მატჩის წინ? ეს ემოციური ფონია და ჯერჯერობით ამაზე საუბარი უადგილოა. მთავარია, რომ ერთ მუშტად შეკრულ გუნდად რაც შეიძლება მალე გადავიქცეთ. იტალიელთა მიმართ ამჯერად სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს”.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x