ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მორატას იუვეში დარჩენა ვურჩიე”

“ალვაროსთან საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაცია მქონდა და მას დარჩენა ვურჩიე.. თუ ესპანელს განვითარება და ახალი ეტაპის დაძლევა სწყურია, მაშინ მან კარიერა ტურინში უნდა განაგრძოს.. გუნდში, სადაც გამორჩეული ატმოსფეროა პროფესიონალური ზრდისთვის.. ეს უკვე წლებია გრძელდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მორატა ჯერ სულ რაღაც 23 წლის არის და სათანადოთ არ განვითარებულა ყველა ასპექტში. რა მიპასუხა რჩევაზე? მან თავი დამიკრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაქსიმალურად ხვდება ჩემს რჩევას, რომელიც მის სასიკეთოდ არის წარმოთქმული. კლუბი აგრძელებს შესაძლო ალტერნატივებზე მუშაობას.. ფორვარდები კი გუნდში ისედაც არანაკლები დონისა გვყანან, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებებს იცავენ”..

“ჩემპიონთა ლიგა? შარშანდელ სეზონში საოცარი თავგადასავალი გვქონდა.. ალბათ მადრიდელებთან დაპირისპირებაში ადგილი მცირე იღბალსაც ჰქონდა, თუმცა საერთო ჯამში გუნდი საკუთარი შრომისუნარიანობით დაიმსახურა ყოველივე საუკეთესო.

ბაიერნთან შეხვედრა კი ნამდვილად დიდი იმედგაცრუება და უიღბლობა იყო.. მაგრამ მოდით გადახედეთ შედეგებს, რომლებიც გასულ წლებში დაფიქსირდა.. ეს ის ტურნირია სადაც იღბალი პრაქტიკულად გადამწყვეტ როლს თამაშობს ამა თუ იმ წარმატებაში. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტუნარიან იუვენტუსს ველოდები, ხოლო შინაურ ასპარეზზე ვალდებულნი ვართ ისტორიული ზედიზედ მეექვსე სკუდეტო მოვიპოვოთ..

სეზონის სტარტი? აბსოლოტურად განსხვავებულ სტილშია დასაწყები.. საბედნიეროდ გასული გათამაშების ჩაგდებული მატჩებისა, მაინც მოვახერხეთ დაბრუნება, მაგრამ მსგავსი რამ მომავალში დაუშვებელია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
8 years ago

ჯიგარი ხარ მაქს, სწორს ბაზრობს რა. მორატას თუ უნდა განვითარდეს აუცილებლად დარჩეს ჩვენთან. სხვა გუნდში ეს ვერ განვითარდება ისე როგორი პოტენციალიც აქვს. უნდა დაუჯეროს მაქსის რჩევას მოითმინოს და მალე ტრეზეგეს კვალს დატოვებს თუ მეტს არა და იუვეს ლეგენდებში ჩაიწერს თავს სამუდამოდ. ეს და დიბო იგივე უნდა გახდეს ტრეზე და დელპო.

lexo doreuli
8 years ago

ბუფონი

ბარძალი (რუგანი) ბონუჩი კიელინი
კუადრადო ალექს სანდრო

ხედირა მასკერანო პოგბა

დიბალა
მორატა

lexo doreuli
8 years ago
Reply to  lexo doreuli

კარგი შემადგენლობაა, მაგრამ შეტევაში კრეატიულობისთვის, პირადად მე, მასკერანოს მოყვანას ისევ ტრეკვარტისტას მოყვანა მირჩევნია. მეორე მხრივ, თუ მასკერანო მოვა, პოგბას მეტი დრო და საშუალება ექნება შეტევაში სათამაშოდ.

achiko
achiko
8 years ago
Reply to  lexo doreuli

ჯჯჯჯ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x