ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “იუვენტუსი ბერარდის დაბრუნებას აპირებს”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა იტალიური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა : “ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების გაერთიანებით ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, ისინი მუდმივად შეავსებენ ერთმანეთს როგორც მინდორზე, ისე გასახდელში და ვფიქრობ, ამით წარმატების მიღწევა სავსებით რეალურია.მეორე მიზანი იტალიური ფეხბურთის პოპულარიზაციაა, პრემიერ ლიგის გუნდებისგან განსხვავებით, კალჩოს წარმომადგენლებს არ აქვთ ფუფუნება მოთამაშეებს მაღალი ხელფასები გადაუხადონ, აპენინებზე კლუბები მოკრძალებულ კონტრაქტებს აფორმებენ, რათა საბოლოოდ ფინანსურ პრობლემებს არ გადააწყდნენ.სატრანსფერო ბაზარზე ბრიტანელებთან ბრძოლა ურთულესია.”

“მასკერანო და ალვეში ? – ლა ლიგა უკვე წლების განმავლობაში ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია და იქ უმაღლესი დონის მოთამაშეები ირიცხებიან, როდესაც ინტერესი გიჩნდება რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელის მიმართ, ე.ი ფინანსურად მზად ხარ მოლაპარაკებებისთვის.ალვესი მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მართალია, იგი ჩვენთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს არ წარმოადგენს, თუმცა ვნახოთ, რა ვარიანტები გამოჩნდება.რაც შეეხება მასკერანოს, ვფიქრობ, ეს რეალობას სცდება, დაცვის ხაზიდან არავის გაყიდვას არ ვაპირებთ, თუ კასერესია არ დაგვტოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული სვლები არ გვაქვს, ანდრე გომეშისა და მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.ბერარდი ? – იგი უდიდესი ტალანტის მქონე მოთამაშეა, სასოულოსთან სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს და სურვილის შემთხვევაში, იუვენტუსი პირველი გადაწყვეტს დომენიკოს მომავალს.სავარაუდოდ, ბერარდი ტურინში დაბრუნდება.მორატა ? – იგი ნამდვილი ჩემპიონია და ალვაროს ტურინში დასატოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.მთავარია რას გადაწყვეტს მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა, ესპანელებთან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგაა დაგეგმილი.გრაციანო პელე ? – ვერაფერს გეტყვით, თუ მორატა დაგვტოვებს, ალტერნატიულ ვარიანტებს განვიხილავთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
VIKING
VIKING
8 years ago

მაროტა კარტებს არ გახსნის სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიღება.წინასწარ რომელი მენეჯერი იძახის ამას ვიყიდი,იმას გავყიდიო:)

forza bianconeri
8 years ago

მაროტააა რა გააკეთა ბერარდიმ ისეთი რომ მისი დაბრუნება გადაწყვიტე??? :blin:

რიკი
რიკი
8 years ago

მე გეტყვი რა გააკეთა არა ვიზეც ხელი მიუწვდება და რეალურად შეუძლია მოყვანა ის მოყავს სხვაგან ერთი ადგილი არ აქვს, სადამდე გაგრძელდება ამ ქინძის ქება პროსტა ეგ მაინტერესებს

რიკი
რიკი
8 years ago

ბერარდიში 25 მილიონის გადახდას, მისცენ ჩელსის ასამოა რომელიც საუკუნეში ერთხელ თამაშობს ფულიც დაუმატონ თუ საჭიროა და კუადრადო დატოვონ, უძლიერესი ფეხბურთელია

bero-juve10
bero-juve10
8 years ago
Reply to  რიკი

ან მაგ 25 ლიმონად წავიდნენ და ბერნადესკი მოიყვანონ მაგრად მჯერა მაგ მოთამაშის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

ALLENATORE
8 years ago

ძნელია იუვენტუსი კიდე უფრო გააძლიეროო ამას ამბობს ტიპი ყველგან ) :D:D _) ამ გუნდით იუვე ლიგას ვერ მოიგებს ) მინუს მორატა და კუადრადო კიდე ძაან სუსტდება გუნდი ) პლიუს მარკიზოს ტრავმა ) ერნანესით გინდა ლიგის მოგება ? ) ან გამოუცდელი ლემინათ ? თუ სტურაროთ რომელიც დაიკარგა! ან ხედირა ? ტიპი სულ დამტვრეულია 3 თამაშსს ითამაშებს გადაბმულს და მერე ერთი თვე მკურნალობს ) ამას როგორ ვერ ხედავენ გასაკვირია ეგ ამბავი ძააან ))

bero-juve10
bero-juve10
8 years ago
Reply to  ALLENATORE

მეც მაგას ვამბობ რომ აქ ზოგიერთს სასაცილოდაც არ ყოფნის
გუნდიდან უნდა გაუშვან
რუბინიო, კასერესი, პადოინი, ჰერნანესი, პერეირა ამათგან აღებული თანხად მოიყვანონ ფლორენცი
გამოისყიდონ კვადრადო და მორატა ამისთვის ჩემი აზრით 55-60 საკმარისი იქნება და ბამის მერე მოიყვანონ ერთი ბურთის დამჭერი მაგალითად პიანიჩი – 38 და გამთამაშებელი ანუ ერიკსენი, ისკო, ხამეს როდრიგესი, მხითარიანი ამათგანაც ერთი მაგალითად ხამეს როდრიგესი
+ ბერნადესკი.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მიდი რა ერთი სუპერ ტრასფერი გააკეთე რა

jjj jjj
8 years ago

თუ ბერარდის აბრუნებენ და მორატა არ დაგვტოვებს, სავარაუდოდ მოუწევს დომენიკოს ვინგერად გარდაიქმნას და კუადრადო შეცვალოს 3-5-2 სქემაში.

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x