Samsung-მა ტურინელებთან ახალი სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ციფრული სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრენდმა “Samsung”-მა ტურინელებთან არსებული სპონსორული შეთანხმება კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა. მილანში გამართულ ღონისძიებაზე იუვენტუსის მხრიდან მასიმილიანო ალეგრიც ესწრებოდა. მხარეებმა აგრძელებენ თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ციფრული კონტენტის და საფეხბურთო სამყაროს სინთეზს რიგითი ქომაგისთვის:“მოცემული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას ერთად განვავითაროთ განსხვავებული ღონისძიებები, რომლებიც ბუნებრივია მიმართული იქნება მომხმარებლებისთვის.. და განსაკუთრებით იუვენტინოებისთვის”– განაცხადა კარლოს ბარლოკომ რომელიც სამსუნგის იტალიური დეპარტამენტის პრეზიდენტია.
სამსუნგთან კონტრაქტის გაგრძელება კარგი იყო
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საიტის ადმინისტრაციას და საერთოდ ყველა ქართველს