ალეგრი : “პოგბა რჩება, მორატას საკითხი გასარკვევია”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ რაი 3 – თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა : “ბუფონი იუვეში რჩება, ისევე როგორც პოგბა, რაც შეეხება მორატას, მისი საკითხი გასარკვევია.მე რომ ალვარო ვიყო, ტურინში აუცილებლად დავრჩებოდი, ამჟამად იგი ნაკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენთან ერთად მოემზადება შემდეგი სეზონისთვის.შესანიშნავი წელი გამოდგა, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და იტალიის ჩემპიონები გახდნენ.სუპერთასის მოგების შემდეგ გარკვეულ წინააღმდეგობებს წავაწყდით, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.ჩემპიონთა ლიგა ? – მისი მოგება თითოეული ადამიანის ოცნებაა, ვინც კი ფეხბურთშია დასაქმებული.შარშან ფინალში დავმარცხდით, უფრო მეტი მონდომებაა საჭირო.”
ბუფონი რა შუაში იყო?
მონდომება არ აკლია ბიჭებს კარგი ტრანსფერებია საჭირო და დადებთ ლიგას აუცილებლად მომავალ წელს წარმატებები