ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვეშის ტრანსფერმა შესაძლოა ლიხტშტაინერის წასვლა გამოიწვიოს

მიმდინარე კვირას დანი ალვეშის საკითხი ოფიციალურად უნდა გადაწყდეს, ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები ჯუზეპე მაროტას მოგვარებული აქვს, დარჩენილია მხოლოდ “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულების გაწყვეტა და ტურინში გადმობარგება.ბრაზილიელი მცველი ბიანკონერებში 5 მილიონ ევროს მიიღებს, ყოველგვარი ბონუსების გარეშე, თავად კონტრაქტი კი 2+1 სისტემით გაფორმდება.ტრანსფერს ოფიციალური სახე 5 ივნისისთვის უნდა მიეცეს, ეს ის დღეა, როდესაც 33 წლის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება.გამოცემა ლეგო ბებერ ქალბატონთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სატრანსფერო ჭორს ავრცელებს..

უპირველეს ყოვლისა, საუბარი დომენიკო ბერარდიზეა, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება მასიმილიანო ალეგრის გუნდს.როგორც სჩანს, “სასოულოსა” და “იუვეს” ხელმძღვანელებმა საერთო ენა უკვე გამონახეს და მოლაპარაკებებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.აღსანიშნავია, რომ ჯუზეპე მაროტა ბერარდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს არ გადაიხდის, ფასის შესამცირებლად ტრანსფერში ჯერ “პესკარას” მფლობელობაში მყოფი ფორვარდები, ჯანლუკა ლაპადულა და ჯანლუკა კაპრარი ჩაერთვებიან.

ანდრე გომეშის სიტუაცია კი საკმაოდ რთულად გამოიყურება, მართალია, “ვალენსია” პორტუგალიელის გასხვისების წინააღმდეგი არაა, თუმცა 40 მილიონის მიღება სურს, ამ სურვილს კი მანჩესტერ “იუნაიტედი” უფრო დააკმაყოფილებს, ვიდრე იტალიის ჩემპიონი.ჯუზეპე მაროტა 30 მილიონ ევროს იხდის გომეშში, პლიუს 20 მილიონი ბონუსებით, ჟოზე მაურინიოს გუნდი კი მზადაა, პირდაპირ 40 მილიონიანი წინადადებით მიმართოს ღამურებს.როგორც სჩანს, ჟოზეს თანამემამულის ხილვა ეშმაკებში ძალიან სურს და ამისთვის ფინანსებს საერთოდ არ დაიშურებს.ანდრე გომეშისთვის ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში, “იუვენტუსი” დაუყოვნებლივ მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე გადაერთვება, რომლის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შეიტყობდით.

რას გამოიწვევს დანი ალვეშის გუნდში მოსვლა ? – შტეფან ლიხტშტაინერის სათამაშო დროის შემცირებას, ფეხბურთელს, რომელსაც “იუვენტუსი” 5 მილიონ ევროს უხდის წლიურად, სათადარიგოთა სკამზე არ დასვამს, ამან კი შესაძლოა შვეიცარიელის ტრანსფერზე დაყენება გამოიწვიოს, თან, გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად “ლაციოს” ექს-ბექი იყოს.თავისმხრივ, ლიხტშტაინერი ბებერ ქალბატონში შესაძლოა კრისტიან ანსალდიმ შეცვალოს, არგენტინელი “ჯენოას” მფლობელობაშია და მის მიმართ ინტერესს მილანის “ინტერიც” იჩენს.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.აღსანიშნავია, რომ ლიხტშტაინერის შესაძლო წასვლაზე ელ მუნდო დეპორტივომაც დაწერა და შვეიცარიელისთვის ფავორიტ გუნდად “პსჟ” დაასახელა, ფრანგები გრეგორი ვან დერ ვილს ემშვიდობებიან და მარჯვენა ფლანგის გაძლიერება გეგმაში აქვთ.

ბოლოს, ხავიერ მასკერანოზეც ვთქვათ, ალვეშის მსგავსად ბლაუგრანას დატოვება მასაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა კატალონიელები მასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებენ.ლუის ენრიკეს გუნდი არგენტინელ ნახევარმცველს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, მაროტა კი 20 მილიონზე მეტის ინვესტირებას 31 წლის მოთამაშეში არ აპირებს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del piero
Del piero
9 years ago

juve1-ს საიტის ყველაზე არაკომპედენტური მომხმარებლის სტატუსი რო მივანიჭოთ ვინ არის მომხრე??? :lool: :lool:

1juve
1juve
9 years ago

Vis vuyureb agdebulad? :chuvak: Matri da kvali dgesac ro iuveshi iyos yvelaze metad albat me gamixardeboda, zazashic gavcvlidi orives, Mara faqtia vercertma ver gaqaches iuves done, stabiluri Tu AR xar grandshi rtulia fexis mokideba, kvalis mtavari problema magi iyo tuara momentebshi umaglesi donis forvardivit tamashobda

1juve
1juve
9 years ago

Me ase vici ro Tu fexburtels darchena unda klubs misi gayidvis ufleba AR aq, zazasac ver fayidian wels da vifiqreb ro sworad mcodnia

რიკი
რიკი
9 years ago

შენ მატრის და კვალიარელას რატო უყურებ ეგრე ხელწამოკვრით, კვალიარელამ ნაკრებში ისეთი გოლი გაიტანა 2010 ში კაი ხანია რონალდოს არ გაუტანია მასეთი საკმაოდ ბევრგან შეყარა მატრი კიდე ალგრის ყავდა კალიარიში ცნობისთვის და ჰეთრიკებს დებდა საკმაოდ ძლიერი სასტავი ყავდა კონტეს და ნუ დაასაცოდავებთ ძააან, ხოდა თუ კონტემ დააკლასა ეგ სასტავი და მაგარია ფეხბურთელის პროგრესში რატო ვერ ქნა ვერაფერი მაგის სასტავმა რატო თამაშობენ 200 ჯერ უკეთ ალეგრის ხელში ეგ სასტავი ვიდრე კონტეს რო ყავდა მაშინ რა უნდა დაამტკიცოს ტიპი ისეთი უნამუსო იყო წაგებას თავის თავის გარდა ყველას აბრალიდა ალეგრისგან არ გამიგია მსაჯზე რამე ეთქვას ეს იმენა მსოფლიოს მოუწოდებდა დახმარებისკენ მსაჯები გვჩაგრავენო, 3 ძირითადი… Read more »

1juve
1juve
9 years ago

Kvaliarela – Matri karpis ver urtyams zogjer karshi da bavariastan unda daertyat? Tan pirvelad iyvnen ligaze, kontem chemi azrit mosalodnelze meti gaaketa iuveshi, alegrim kide is gaaketa rasac velodit, rasac AR velodit uaryofiti kutcit isic gaaketa, mokled gerchivnot alegri me ar mwyins ubralod konte pirvelia chemtvis da male yvela mxvdeba magas aramarto italiashi

1juve
1juve
9 years ago

Tu ver wyvets vnaxavt ager kide 3 weli ro darcheba zaza iuveshi, rogorc pepe, kvali da kids bevri darcha kontraqtis bolomde

9 years ago

აუ სად ჩითავთ ეგეთ მოსაწევს? :) ზაზა, სტურარო და მატიელო იუვეს კაპიტნები გახდებიანო??? ერთად თუ ცალ-ცალკე? იუვეს კი არა ვერცერთი გუნდის კაპიტნები ვერ გახდებიან ვერასდროს. კარგით რა, არაადეკვატურობასაც აქვს საზღვარი.

1juve
1juve
9 years ago

Vin daasaxela? Fexburtis ucodinarma fanebma? Gamokitxvashi ramdenma fexburtelma miigo monawileoba 500ma Tu marto ibra da de chelie iyo da erti sauketeso gaxda da meore cudi?

1juve
1juve
9 years ago

Ver gayidis, dublebshi gadaiyvans, ganacxadshi AR sheiyvans Mara gayidvit ver gayidis, kontraqts ver sheuwyvitavs, kontraqtis shewyveta xdeba an ormxrivi shetanxmebit an kide fexburtelis mier timelime punqtis dargvevis mere, zaza kide arafers AR argvevs, Ari racist is da elodeba shanss romelsac an miigebs an ARA, an gamoiyenebs an ARA, mokled kide 3 weli iuves fexburtelis statusi eqneba da meti albat arc unda am etapze, tan evropis sagzuri ukve aq da sanam msoflio AR mouaxlovdeba manamde AR dafiqrdeba klubis shecvlaze

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x