ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელსი და რეალი პოგბას დაყოლიებას ცდილობენ

ანტონიო კონტე მაქსიმალურად ცდილობს პოლ პოგბას დაყოლიებას ჩელსის ახალ პროექტზე.. ბიანკონერის ექს თავკაცს პრაქტიკულად ნახევარი იუვენტუსის გადაბირება აქვს გამიზნული ლონდონში, მაგრამ.. განსაკუთრებით პოგბასთან მიმართებაში იუვეს არანაირი წინადადების მოსმენა არ სურს, თუ არ ასოცირდება 100 მილიონთან ან უფრო დიდ ციფრთან.. ტურინელებისთვის პოლი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და გუნდი, რომელიც მომავალი სეზონისთვის ყველა ჯილდოსთვის აპირებს ბოლომდე ბრძოლას ნაკლებად შედის გეგმაში ლიდერებთან განშორება. პარალელურად არც პერესი და კომპანია ივიწყებენ ფრანგ შუახაზელს.. ესპანელები მზად არიან ტონი კროოსაც კი შეელიონ, რათა ძირითად შემადგენლობაში პოგბას გარანტირებული ჰქონდეს საკუთარი ადგილი.

5 thoughts on “ჩელსი და რეალი პოგბას დაყოლიებას ცდილობენ

  1. დამიჯერეთ არ 100 მილიონად გაყიდიან.არიან ფეხბურთელები რომლებიც არ იყიდებიან და ასეთია დღევანდელი იუვესთვის პოგბა.29 წლის ასაკში უდიდეს თანხათ გაყიდიან ამას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.