პავანი:”ტურინსა და რომს შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება”
პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი მასიმო პავანი მირალემ პიანიჩის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს:“უკანასკნელი დღეების მანძილზე რომსა და ტურინს შორის ურთიერთობამ მცირედი პროგრესი განიცადა.. დედაქალაქელებს საკუთარი სატრანსფერო მანევრირებებისთვის ინვესტიციები ესაჭიროება და შესაძლოა ბოსნიელის გასხვისება ამ მხრივ აუცილებელიც კი გახდეს. ჯერჯერობით რაიმე შეთანხმებაზე საუბარი უადგილოა.. ბიანკონერის მესვეურები რამდენიმე დღეში აპირებენ მგლების ხელმძღვანელებთან შეხვედრას.. მაროტას მთავარი სურვილი არის მოლაპარაკებაში ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვა, რაც სატრანსფერო ღირებულებას მეტად შეამცირებს.. მაგალითად ასამოას ან პერეირას გამოჩენა 10 მილიონს დაზოგავს.. მეორეს მხრივ რომაელებს ბერარდის ან ძაძას მიღება სურთ.. დომენიკოს ამჟამინდელი ფასი 25 მილიონია, ხოლო ძაძასი 18.. თუმცა, იუვე მათთან შელევას ნაკლებად გეგმავს”.
Somexa ro movides juveshi somxebi gadairevian to somexi messi yavt