ვრსალკო ახლოს არის ატლეტიკოში გადასვლასთან

სიმე ვრსალკო დიდი ხნის მანძილზე იყო იუვენტუსის სატრანსფერო დაკვირვების ქვეშ, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელი უმოკლეს პერიოდში კალჩოს დატოვებს.. ტურინელებმა უპირატესობა დანი ალვეშის გაფორმებაზე გადაიტანეს, ხოლო ნეაპოლიტანელებმა ვერაფრით მოახერხს ხორვატის დაყოლიება.. შედეგად ამპლუით მარჯვენა მცველი ძალიან ახლოს არის კარიერის ესპანეთში და კერძოდ მადრიდის ატლეტიკოში გასაგრძელებლად. სიმეონე გამორჩეულად აფასებს მის შესაძლებლობებს და საკმაოდ სარფიან კონტრაქტსაც სთავაზობს. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით ტრანსფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება.
ეს არც მომწონდა დიდად. რეალურად ბრუნი პერეში ჯობია ძალიან ბევრს მაგ პოზიციაზე