იტალიური კლუბები ერთმანეთს ლაპადულას ტრანსფერზე ეცილებიან

სერია ბ-ს ბომბარდირი არაერთი იტალიური კლუბის სასურველი ფიგურაა.. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით მისთვის რომის ლაციო გააქტიურდა, რომელიც 9-10 მილიონის რადიუსში გეგმავს იტალიელი ფორვარდის შეძენას. ლოტიტო კლოზეს შემცვლელის ძიებაშია და როგორც ჩანს არჩევანი ლაპადულაზე შეაჩერა. ტრანსფერს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია, რადგან კონტაქტზე რჩებიან ნაპოლი და იუვენტუსი..