ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სერია ა-ს ახალი რეფორმა

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი რეფორმის განხორციელებას იწყებს შემდეგი სეზონიდან გუნდების შემადგენლობასთან დაკავშირებით: რეფორმა ეყრდნობა უეფას წესებს, რომელიც რეგლამენტს უწესებს კლუბების შემადგენლობას ევროთასებზე მონაწილეობისათვის. რეფორმის შესახებ ჯერ კიდევ წინა სეზონში იყო ცნობილი, თუმცა კლუბებს დრო მისცეს ე.წ. “გარდამავალი პერიოდის” გასავლელად. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 2016/17 წლების სეზონიდან უკვე ძალაში შედის ახალი წესები, რომლის მიხედვით ყველა კლუბი ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 8 ფეხბურთელი, რომელიც კალჩიოს სამყაროსთანაა დაკავშირებული.


 

უფრო კონკრეტულად, კლუბს მოეთხოვება ჰყავდეს მინიმუმ 4 ფეხბურთელი, რომელთაც 16-დან 21 წლამდე ასაკში მინიმუმ 3 წელი აქვთ გატარებული კლუბის ახალგაზრდულ სტრუქტურაში. ამას გარდა, კიდევ 4 ფეხბურთელს 21 წლის ასაკამდე ნათამაშევი უნდა ჰქონდეს სერიას ა-ს ნებისმიერ კლუბში სულ მცირე 3 წელი. ეს ორივე წესი ეხება როგორც უცხოელებს, ისე იტალიელებს, თუმცა იტალიელებს პრაქტიკულად მეტი შანსი აქვთ უპასუხონ ამ მოთხოვნებს. 21 წლამდე ფეხბურთელები გათავისუფლებულები არიან ამ მოთხოვნებისგან.

რეფორმის მიზანია სერია ა-ში იტალიელი და იტალიაში აღზრდილი ფეხბურთელების რაოდენობის მომატება. ამ რეფორმამ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ქომაგებში, თუმცა კლუბების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა მათი სატრანსფერო პოლიტიკის გამო.

“იტალიური ფეხბურთი მზად არ არის ასეთი ცვლილებებისთვის”, – აცხადებს იუვენტუსის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, – “ჯერ საჭიროა წინასწარი ღონისძიებების განხორციელება და მხოლოდ ამის შემდეგ რეფორმის ძალაში შესვლა. გუნდი საკმაოდ შეიკვეცება, რაც არასასურველ მდგომარეობაში ჩააყენებს ფეხბურთელებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ გუნდისთვის მთელი სეზონის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით იუვენტუსს ეხება, რომელსაც 3 ტურნირზე უწევს მონაწილეობა და დაახლოებით 50 თამაში უნდა ჩაატაროს სეზონში.”

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Culè
Culè
8 years ago

aba tqven icit :offtopic :modee: :up: :roll: :oops: :oldman:

forza bianconeri
8 years ago

მგონი იუვესთვის არაა ეს პრობლემა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს უნდა თუ არა ამას ჩვენ არავინ გვეკითხება

VIKING
VIKING
8 years ago

ესენი უკუღმა აკეთებენ ყველაფერს,მიტომაც არის სერია ასეთ დღეში.ჯერ მეორე გუნდები უნდა დაემტკიცებინათ,რომ ახალგაზრდებმა და პრაქტიკის უქონლებმა ითამაშონ და მერე გაეკეთებინათ ეს რეფორმა,თორემ ისე საჭირო კია.თანაც ახალგაზრდებს ძირითად გუნდთან ვარჯიშის საშუალება ექნებათ და მეტად განვითარდებიან,პახოდუ ალეგრის თვალწინ ეყოლება და გამორჩეულებს ძირითად გუნდში თამაშის საშუალებასაც მისცემს ხანდახან.

Soni
Soni
8 years ago

Kide es unda seria A-s tan ase uceb

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x