ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

სკაი სპორტის დღევანდელი რეპორტაჟი უპირველეს ყოვლისა, ალვარო მორატას საკითხს შეეხო.ესპანელი ფორვარდის მადრიდში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია და ტრანსფერო ოფიციალურ სახეს სულ მალე მიიღებს, ანუ მას შემდეგ, რაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.ჯუზეპე მაროტა მადრიდულ მხარესთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავს, ალვაროს სამეფო კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ტურინული ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი გამდიდრდება.რაც შეეხება ინტერესს ისკოს მიმართ, ეს თემაც შეხვედრაზე იქნება განხილვადი, ევროპის ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენილი ტრეკუარტისტა წესით არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო უნდა იყოს და არაა გამორიცხული, კლუბის შეცვლა მოისურვოს.ბიანკონერებს კი ყველაზე მეტად სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება სჭირდებათ და ვაღიაროთ, ალარკონი ამ პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტია.

პოლ პოგბას მიერ ბარსელონაში სახლის ყიდვა არანაირად არ უკავშირდება შესაძლო ტრანსფერს, ინფორმაცია უკვე არაერთხელ იქნა უარყოფილი.ტურინელები ფრანგთან დამშვიდობებას არ აპირებენ და საბედნიეროდ, არც თავად ნახევარმცველს სურს შავ-თეთრებიდან გადაბარგება.ევროპულმა გრანდებმა კარგად იციან, რომ 22 წლის მოთამაშის ჩაგდება ამჟამად შეუძლებელია და პრინციპში, არც აქტიურობენ.

დანი ალვეშზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებაღა აკლია.5 ივნისს ბრაზილიელი “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაწყვეტს და ბებერ ქალბატონთან გააფორმებს ხელშეკრულება.როდის ეწვევა ტურინს მარჯვენა მცველი ჯერ-ჯერობით უცნობია, რამეთუ იგი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და კოპა ამერიკისთვის ემზადება, რომელიც 7 ივნისს აიღებს სტარტს.

ანდრე გომეშის საკითხი კვლავაც გაურკვეველია, მართალია, “იუვეს” მისი დამატების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ფინანსურ ბრძოლას მანჩესტერ “იუნაიტედთან” აგებს, რომელიც მზადაა პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი გადაიხადოს.”ვალენსიას” კი, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს ეშმაკების წინადადება უფრო იზიდავს და დიდი ალბათობით, ცენტრალურ ნახევარმცველს სწორედ ნისლიან ალბიონზე გაასხვისებს.

უკანასკნელი ცნობები კი, ჰენრიხ მხითარიანზე ვრცელდება.გადაწყვეტილია, რომ სომეხი ნახევარმცველი დორტმუნდის “ბორუსიასთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და მისი გაყიდვის შანსი დიდია, “იუვეს” გარდა ტრეკუარტისტას მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალიც” იჩენს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

აი ისკო არ მესმის რააა…………….რა ჩემ …თ გვინდა პროსტა ვერ გავიგე……….რამე ეპიზოდი გამახსენეთ ან რამე თვისება ამ კაცის რო აი ეს ძლიერი მხარეაქ და გუნდს დაეხმარება………ჩვეულებრივი ფეხბურთელია და იუვეს ტრეკვარტისტა ამაზე მეტი უნდა იყოს……..ჯოვინკო გაუშვით და ისკო მოგყავთ კაი რააა

Dani
Dani
9 years ago

:-( dani ardagvtovo :-(

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ისკომ იქამდე მივიდა რო დელბოსკემ ნაკრებს მიღმა დატოვაა )) ეს ყველაფერი იმის ბრალია რო რეალში სკამს ხეხავსს ) ნამდვილად კაი იგროკია ოღონდ ტრეკვარტისტა არანაირად არ არისს ))

გიო
გიო
9 years ago

ისკო იტალიაში ვერ ითამაშებს და არც გამოკვეთილი ტრეკვარტისტაა არ მინდა ეს მტირალა მადრიდელებიი გუნდში. იმედია არც 33 წლის გადაღრძოებული ალვეში მოვა.. კიდე ვინმე რომ იტყვის იუვეს კარგი პოლიტიკა აქვსო აი რაღა დროს ალვეშია ბარემ მაიკონი მოიყვანონ რომადან ეგ ჯობია ალვეშს.დე შელიო ვრლასკო ვიდმერი აქიდან რომელიმე გაასწორებს. ტრეკვარტისტად დრაქსლერი ან გოტცე.. ისე როისი მოიყვანონ თუ მორატა წავა

პლატინო პოგბა დიბალა
პლატინო პოგბა დიბალა
9 years ago

ფაფხურა ისკო არ გვინდა მაგას მხითარიანი დავიმატოთ ჯობია ან რეალიდან ტონი კროოსი

bneli
bneli
9 years ago

Iskos me pianichi mirchevnia :forza: :forza: Isko ari chinuri tavarivit uyuureb gizidavs lamazia mara ar gamogadgeba :juvee:

9 years ago

რა მოგწონთ ამ ისკოში ვერ გავიგე? ეგეთი პერსპექტიული არშემდგარი ფეხბურთელები იტალიაშიც ყრია იაფად.

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

დავიღალე უკვე წავიდეს თუ მიდის

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

Iskoo modii ogond aranairii arendi

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x