ტურინელებს არ სურთ ლაპადულას ხელიდან გაშვება
ჯანლუკა ლაპადულა სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ გემრიელი ლუკმაა ერთბაშად რამდენიმე იტალიური კლუბისთვის.. ლაციო და ნაპოლი ხისტ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, მაშინ როდესაც მაროტას პესკარას ხელმძღვანელობასთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნია. მეორეს მხრივ რამდენად მოსალოდნელია, რომ სერია ბ-ს ბომბარდირი მომენტალურად აღმოჩნდეს ტურინში და ალეგრის ხელმძღვანელობით განაგრძოს ასპარეზობა მეორე საკითხია.. სავარაუდოდ საქმე ეხება შეძენას და შემდგომ სასუოლოში არენდას.. ლაპადულა სხვათაშორის ტურინულ “სკოლაში” იწყებდა საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმას და როგორც თავად იძახის:”იუვეს თავი ვერაფრით დავამახსოვრე”.. თუმცა, შანსი დაბრუნდა და გალილეო ფერარის ქუჩაზე მყოფი ბინადრებისთვის იგი საინტერესო ფიგურა ხდება.. მაროტა მზად არის ორმაგი დარტყმისთვის: კარპარი და ლაპადულა, მაგრამ პესკარას მფლობელები მხოლოდ ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონს ითხოვენ..
15,ARA 35 weria beshi zazac gaxdeboda da lorentec bombardiri. Magas dasamtkicrbelinaq jer
Nu 8 normaluri fasia
lapadula girs 15