ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდოს რეალში პოგბას მოსვლა სურს

კრიშტიანო რონალდოს ძალიან სურს პოლ პოგბას გვერდით თამაში, თუმცა ამის გამო ტურინში გადაბარგებას არ აპირებს.. მან ფლორენტინო პერეს ფრანგის შეძენა ურჩია.. პორტუგალიელის მოსაზრებით სწორედ “რვაფეხასთან” ერთად გახდება მადრიდული კლუბი კიდევ უფრო მრისხანე.. მის აზრს სრულებით იზიარებს ზინედინ ზიდანი, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა პოგბას გაწვრთნის სურვილი. მართალია ბიანკონერი ერთი შეხედვით არ აპირებს მასთან განშორებას, თუმცა უკანასკნელ ხანებში არაერთი გრანდი გააქტიურდა.. ორივე მანჩესტერული კლუბი, პსჟ, ბარსელონა.. ჩელსი, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ამასობაში პოლი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სრულებით არ აინტერესებს სატრანსფერო ამბები..

11 thoughts on “რონალდოს რეალში პოგბას მოსვლა სურს

  1. 300 მილიონი მოიტანო, მორატა დატოვონ, ისკო მოგვცენ და მესის ტურინში გადასვლაზე დაელაპარაკონ ბარსას და გავუშვათ პოგბა :lool:

  2. თუ ჭკუა აქვს არ უნდა წავიდეს. 2-3 წელი მაინც. იუვეს მაგვარი პირობები არსად არ ექნება, მეფესავით არის. რეალში ერთი თამაში რომ არ გამოუვიდეს ეგრევე ჩამოწერენ.

  3. პოგბას წელს თავისი უძლიერესი მეწყვილეების – პირლოს და ვიდალის გარეშე პირველი წელი ქონდა, ადაპტაცია და შეგუება ჭირდებოდა ლიდერის როლისთვის, წესით მომავალ წელს წლევანდელზე გაცილებით მაგარი სეოზონუ უნდა ქონდეს და მართლაც მთლიანად იკისროს 10 იანის როლი. იმედია ასეც იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.