ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვეში: ” “იუვეში” გამარჯებისთვის მოვდივარ”

დანი ალვეშმა ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერი “სპორტიტალიასთან” საუბარში დაადასტურა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოტივირებული ჩანს და როგორც თავად ამბობს, მზადაა, “ბებერ სინიორას” ევროპულ სარბიელზე დიდი გამარჯვებები მოუტანოს: “ მე ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ. ჩემს კარიერაში გარდატეხის მომენტი დგება. “ბარსელონაში” გატარებული ყოველი წუთით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, იქ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ დრო მოვიდა საკუთარი თავი გამოვცადო, სიამოვნება მივიღო იტალიისგან, “იუვესგან” და დავაბრუნო ევროპაში გამარჯვებების გზაზე. რამდენიმე დღეში ჩამოვალ ტურინში და კონტრაქტს ხელს მოვაწერ. “ბარსელონას” ფანებს უკვე დავემშვიდობე, მაგრამ ეს იყო “ნახვამდის” და არა “მშვიდობით”. მე მოვედი იტალიაში, რათა გავიმარჯვო, მერე კი, ვინ იცის, იქნებ დავბრუნდე კიდეც კატალონიაში. მე ისევ “ბლაუგრანას” ფანად ვრჩები. ” -აცხადებს ალვეში.

წყარო: football italia

7 thoughts on “ალვეში: ” “იუვეში” გამარჯებისთვის მოვდივარ”

  1. ცოტა სხვანაირად თქვა, “ვინ იცის” არ გამოუყენებია, აუცილებლად დავბრუნდები რადგან ბარსას ფანი ვარო :))

  2. ალვეჰ დაბრუნდები დარწმუნებული ნუ იქნები იუვეჰი თუ მაგრად ითამაჰებ იუვეს ბალაჰიკებსაც ჰეუყვარდები და წასვლა თვითონ აღარ მოგინდება თუ მაინც წახვალ ფეხბურთელად ნამდვილდ ვეღარ წახვალ თუმცა რა ვიცი წარმატებები

  3. უკან დავბრუნდებიო ?:D დანი ალბთ არა ფეხბურთელის რანგში დაბრუნდები მიტო რო უკვე ბაბუ იქნები :D წამატებები სუ მინდოდა ალვეში იუვეში დაგვხმარება იმედია.შემდეგი ალბათ ბერარდი იქნება და კოვაჩიჩი გამხარდება ინტერში ძან კაი იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.