ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის “იუვენტუსში” კოვაჩიჩის ხილვა სურს

მასიმილიანო ალეგრის ტურინის “იუვენტუსში” მატეო კოვაჩიჩის ხილვა სურს – ეს ინფორმაცია დღეს დილით სკაი სპორტმა გაავრცელა.ამავე წყაროს მტკიცებით, სარდინიელი სპეციალისტი უკვე ესაუბრა ჯუზეპე მაროტას და განუცხადა, რომ ყველაფერი გააკეთოს ხორვატის ბებერ ქალბატონში გადმოსაბირებლად.შეხვედრა ბიანკონერებსა და მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებს შორის მომავალ კვირაშია დაგეგმილი, საუბრის თემა კი ალვარო მორატას გარდა კოვაჩიჩის მომავალიც იქნება.22 წლის ნახევარმცველს მადრიდში ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს და არაა გამორიცხული, კლუბის დატოვება მოინდომოს, რაც მთავარია, მისი გასხვისების წინააღმდეგი არც თავად ზინედინ ზიდანია.გასულ ზაფხულს 29 მილიონად შეძენილი მოთამაშის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი ალვარო მორატას დაიბრუნებს, შესაძლოა ბარტერული გარიგებაც შედგეს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

)))))))) სხვა ვერავინ მოიყვანეს და ეგააა ) სამწუხარო რეალობაა )) კოვაჩიჩი არაფრის მაქნისი არაა )

lasha khvichia
G10
9 years ago

ეს თავდამსხმელები და ცველები ორივე ერთად რო არიან არ გაიშვან არსად . . რეჯისტად მასერანო მოიყვანონ . პოგბას გვერდზე პიანიჩი . და წინ მხითარიანი . .80 მილიონის ბაზარია . .. თუ როგორც ამბობენ ლიგაა მიზანი მომავალ წელს . .80 მილიონი არაფერია . . მაგას გუნდები ერთ ფეხბურთელში იხდიან

ფორცაა
ფორცაა
9 years ago

აუუუ კაროჩე რაა რა კოვაჩიჩი რა ბერარდი. გაძლიერება გვინდა აქ და ახლა და არა პერსპექტივებში, პიანიჩი მოიყვანონ და მორატა დატოვონ . მორატას გაშვებით, მისი ბერარდით ჩანაცვლენით და მარად პერსპექტიული კოვაჩიჩით ჩვენ მომავალ წელს ლიგას ვერ მოვიგებთ…

snuff-juve
9 years ago

არაა ცუდი ვარიანტი

Delpieronedved
Delpieronedved
9 years ago

Obieqturad 20 ze meti girs, dzaan kargi bichia, teqnikuria,moednis xedva aqvs saswauli, kargi dartynma aq, meti aravin gvinda wels davxurot satransfero fanjara moratac dahiyovot da ligas vigebt chatvalet. Marla dzaan magaria dani ro viyidet plius es da berardi da dzaan gadzlierdeba gubd

Lb19
Lb19
9 years ago

Kakas magonebs ragaceebshi cotati magito momwons :chuvak:

პლატინო პოგბა დიბალა
პლატინო პოგბა დიბალა
9 years ago

დიდად არ მინდა მარა ალეგრის თუ უნდა

Lb19
Lb19
9 years ago

Kargia shemtev naxevarmcvelebshi jamesis mere es yvelaze metad momwons

გიო
გიო
9 years ago

მოვიდეს მაქსმა იცის რომ ეს უფრო კარგი იგროკია ვიდრე გომესი და თან უფრო იაფად და გომესზე მეტი გამოცდილებით როგორც ეპროპაში ისე სერია აში.. რეჯისტაზეც კარგია ეს და ტრეკვარტისდადაც :juvee: :forza:

zuriko vacheishvili
9 years ago

მორატა უნდა დავიტოვოთ. ეს მოვიდეს კაი ბიჭია.

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

არ იქნება ცუდი

lexo doreuli
9 years ago

არ გვინდა ეს ინტერის ფანი

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x