ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო პიანიჩზე, კოვაჩიჩზე და ბენატიაზე საუბრობს

სკაი სპორტის ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ დღის ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” გარშემო არსებული სატრანსფერო მდგომარეობა შეაჯამა.მისი თქმით, ჯუზეპე მაროტა საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ ფეხბურთელებზე, ვისი გადმობირებითაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.საუბარია, რა თქმა უნდა, მირალემ პიანიჩზე და მატეო კოვაჩიჩზე.დი მარციო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს არ გამორიცხავენ, ანუ ბიანკონერები ორივეს დამატებას მაქსიმალურად ეცდებიან.ბოსნიელის სიტუაცია ასე თუ ისე ნათელია, ჯიალორისის კონტრაქტში არსებული 38 მილიონი ევროს მიღება სურს, მაროტა კი 30-32 მილიონი ევროს რადიუსში ცდილობს ტრანსფერის დახურვას.აღსანიშნავია, რომ რომაელებთან მოლაპარაკებებს ფაბიო პარატიჩი აწარმოებს და სწორედ მას აქვს კონტაქტი ნახევარმცველის აგენტთან, შესაძლოა, პიანიჩის სურვილმა ტრანსფერში დიდი როლი ითამაშოს.

რაც შეეხება კოვაჩიჩს, მისი საკითხი მადრიდელებთან შეხვედრის დროს გადაწყდება.მასიმილიანო ალეგრის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელის მოყვანა სურს და მორატას “რეალში” დაბრუნების პარალელურად, არაა გამორიცხული ტურინისკენ სწორედ ხორვატი გაემგზავროს.ცალკე კი, 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის დაახლოებით 25 მილიონი ევროა, იტალიელები თანახმა არიან 20 მილიონის გადახდაზე.ალვარო მორატას ტრანსფერში ჩართვის შემთხვევაში კი, ლოგიკურია, ფასი საგრძნობლად შემცირდება.

გარდა ნახევარდაცვის ხაზისა, მაროტა მცველის დამატებაზეც ფიქრობს.მარტინ კასერესის გუნდიდან წასვლის შემდეგ ალეგრის კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ესაჭიროება და საუკეთესო ვარიანტი როგორც სჩანს, მეჰდი ბენატიაა.სკაის ცნობით, ტურინელები უახლოეს საათებში აპირებენ ბავარიას ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას და წინადადების გაკეთებას, ბეპეს ალჟირელი არენდის წესით სურს, თუმცა რა თანხა ჩაიწერება კონტრაქტში გამოსასყიდად, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bneli
bneli
8 years ago

Xalxi mesebze da ronaldeobze piqtoben me piradad Sul ar minda am juves davamatebdi pianichs keins da matichs da davamtavrebdi satradpero svlebs yidvis mxriv. Markizios tram idan gamondinare davayenebdi bufoni-bardzali-bonuchi-kielini alveshi-sandro- matichi-pianichi-pogba-dibala -keini chemtvis idialuri juvea am etapze :forza:

Bero-juve10
Bero-juve10
8 years ago

Pianichi, bernadeski da jesusi an kovachichi morata kvadrado gamoisyidon an moratas magivrad xamesi wamoiyvanon.

დათო_ჯუვენტინო
დათო_ჯუვენტინო
8 years ago

ვა პიანჩზე დიდი ამბებია ძან ახლოვებენ იტალიური გაზეთები და ალბათ მაროტა >პარატჩის დუეტი სიურპრზს შემოგვთავაბს რომას კერვენ კარგად :D

lexo doreuli
8 years ago

კოვაჩიჩის მოყვანა მორატას ხარჯზე არ ღირს

bneli
bneli
8 years ago

Cule gundigani gadavida ukve city shi
isko me AR momwons rogorc gundurinfexburteli da alkantara sxva temaa. Tumca pianichi rom mogyavs jobia cota fizikurad dzlieri sayrdeni moiyvano magalitad matichi an vinme vinc daazgvevs shemtev naxevrmcvlebs da gamovardnil burtxr itamashebs da xetqvas shoridan :forza:

culee
culee
8 years ago

ან ABURJANIA ძაან მაგარი ცენტრია ძმაო :D

culee
culee
8 years ago

კოვაჩიჩი კიარა ისკოზე დაიკერება რეალი და ეგ ყვალაზე მაგარი იროკია..ან კოკე-მაგასაც ფული უნდა თორე გამოვა..მგონი ესპანელი ნახევარმცევლი ჯობია ..ან ალკანტარაც მაგარი გამთამაშეებელია. და ან გუნდოგანი

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x