“რომა” მზადაა პიანიჩის ფასს რამდენიმე მილიონი ევრო დააკლოს
გაზეტა დელო სპორტი დღეს დილიდან ტურინის “იუვენტუსისთვის” ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.გამოცემის მტკიცებით, დედაქალაქური “რომა” მზადაა მირალემ პიანიჩის თაობაზე ნებისმიერი შემოთავაზება მოისმინოს და კონტრაქტში არსებულ პუნქტს, 38 მილიონი ევროს შესახებ რამდენიმე მილიონი დააკლოს კიდეც.ამის მიზეზი ისაა, რომ შემოსული 38 მილიონი ევროს 15 პროცენტი, ანუ 5,7 მილიონი ევრო თავად ფეხბურთელს გადაეცემა, ამიტომ ჯიალორისი მზადაა, ამ პირობაზე უარი თქვას.თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქელები 30 მილიონზე ნაკლებ შემოთავაზებას არც კი განიხილავენ.გასარკვევია, “იუვენტუსი” ლუჩიანო სპალეტის გუნდს მხოლოდ თანხას შესთავაზებს თუ ტრანსფერში რომელიმე მოთამაშეს ჩართავს, მაგალითად სიმონე ძაძას, კვადვო ასამოას ან რობერტო პერეირას.აღსანიშნავია ისიც, რომ “რომას” სატრანსფერო გეგმები ანტონიო რუდიგერის მძიმე ტრავმამ საგრძნობლად შეცვალა, გერმანელი ფეხბურთელი სავარაუდოდ 6 თვე იუქმებს და ფაქტია, მისი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება.შესაბამისად, პიანიჩის გასხვისება ფინანსების მოსაზიდად იდეალური გამოსავალია.
მანცჰესტერმა ვილიარიალის მცველში გადაიხადა 38 ეს აგარ გირს 40? აქამდე არ ვლანდზაგვდი ამროტას და მომწონდა მისი ხედვები და ნაბიჯები მარა თუ ეს არ გაიფორმა ან ვე გაიფორმა და სხვამ აგვახი არ ვამბობ რომაIშ დარჩენას. მაშინე პირვლი მაგინებელი მე გავიუხდები დაიდოს პიანიჩი სანამ დაიწყო ევროპა
ალბათ თვითონ პიანიჭს არ უნდა ტორემ მაროტა ამდენი ხანი უეჭველი გადმოიყვანდა, მითუმეტეს თანხაც მისაღებია.
30-ად ნაჩუქარია,დროზე გააოფიციალურეთ

Dzaan magati fexburtelia, extra klasia, 50 milioni girs. Es tu marotam ver iyida mosaklavia
აბა ეხლა ეს თუ სიმართლეა და ამ შანს არ გამოიყენებს მაროტა მაშინ უკვე სათქმელი აღარაფერია ნაღდად რაა………
არადა მინიმუმ 40 ლიმონი ღირს პიანიჩი