ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩის ტრანსფერი შესაძლოა მომავალ კვირაში დადასტურდეს

მიუხედავად იმისა, რომ ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის მირალემ პიანიჩის თაობაზე შეთანხმებას თითქმის მიღწეულია, ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას მომავალ კვირამდე არ უნდა ველოდოთ.რეპუბლიკას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არის რამდენიმე მცირე დეტალი, რომლის მოგვარებაც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს, ამის შემდეგ კი ხელშეკრულება გაფორმდება.ამავე წყაროს მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ტრანსფერს სისრულეში დაახლოებით შაბათისთვის მიიყვანს, რამდენიმე დღეში კი ყველაფერს ოფიციალურად დაადასტურებს.კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბიანკონერები ბოსნიელის კონტრაქტში არსებულ პუნქტს იყენებენ, ანუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ამ თანხიდან დედაქალაქური გუნდის ბიუჯეტში მხოლოდ 31 მილიონი ევრო შედის, დანარჩენი თავად ნახევარმცველის საკუთრებაა.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “პიანიჩის ტრანსფერი შესაძლოა მომავალ კვირაში დადასტურდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.