ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუს არენის მორიგი წარმატებული სეზონი

2015/16 წლების სეზონში 20 ანშლაგი 25 საშინაო მატჩში და მილიონზე მეტი მაყურებელი – ბიანკონერის მშობლიურ სტადიონს კიდევ ერთი წარმატებული სეზონი ჰქონდა. ამბობენ, სახლი იქ არის, სადაც გულიაო, და შავ-თეთრებისთვის ეს მტკიცება 100%-იან სიმართლეს წარმოადგენს.

გახსნის დღიდან, 2011 წლიდან მოყოლებული ეს სტადიონი “იუვენტუსისთვის” წარმატების სიმბოლო იყო ყველანაირი კუთხით. პირველ რიგში, თითოეული ჩატარებული სეზონი აქ იყო ხელოვნების ნიმუში, ტიტულების მომტანი, განსაკუთრებით აღსანიშნავია 5 სკუდეტო შესაძლო 5-დან. მეორე, ყოველ ჯერზე, როდესაც იუვენტუს სტადიუმის კარი იღება თამაშისთვის, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს გარანტირებული აქვთ “მე-12 მოთამაშის” უზარმაზარი მხარდაჭერა, იმ ქომაგებისა, რომლებიც ერთგულად ესწრებიან საყვარელი გუნდის თამაშებს. გასულ სეზონში სტადიონზე 25 მატჩიდან 20 ანშლაგი დაფიქსირდა. დასწრების საშუალო მაჩვენებელმა კი 96% შეადგინა, ხოლო მთელი სეზონის მანძილზე სტადიონს მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც ტურინის მოსახლეობის ოდენობას აღემატება.

გახსნის დღიდან ჩვენს სტადიონს ჰქონდა პრეტენზია, ყოფილიყო ოჯახური ადგილი, და ასეც იყო: სეზონში გაყიდული ბილეთების 30% იყო ფასდაკლებითი ბილეთები ბავშვებისათვის, ქალებისათვის, 30 წლამდე და 60 წლის ზემოთ მყოფი პირებისათვის. ვინც რეგულარულად ესწრება სტადიონზე მატჩებს, დაადასტურებს, რომ იუვენტუსის ყოველი მატჩი ამ სტადიონზე მხოლოდ ფეხბურთი არაა. ყოველ მატჩს საშუალოდ ესწრება 70 გრიმიორი, 100 შემხვედრი გოგონა, 450 ბავშვი უფროსის მეთვალყურეობით და 3000-ზე მეტი მოხატული ადამიანი. ეს იმის დასტურია, რომ კლუბი ფეხბურთის მიღმაც გრანდიოზული წარმოდგენის მოწყობაზეა ორიენტირებული.

კულისებს მიღმა დიდი სამუშაო სრულდება, რომ იუვენტუს სტადიუმზე მატჩები იდეალურად ჩატარდეს. წინ კი გველის არაერთი დაუვიწყარი წელიწადი იქ, სადაც ბიანკონერის სულიერი სახლია.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-97
Delpieronedved
9 years ago

Pianichi iyidet pianichi

VIKING
VIKING
9 years ago
Reply to  Delpieronedved

1 ივლისამდე ვერ გააფორმებენ,მხოლოდ შეთანხმება შედგება.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x