მედიასეტი : მაროტა “რომას” დირექტორებს პიანიჩის თაობაზე ესაუბრა
მედიასეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა დღეს “რომას” დირექტორებს შეხვდა და მირალემ პიანიჩის თაობაზე გაესაუბრა.გამოცემის მტკიცებით, ბიანკონერები მზად არიან ჯიალორისის მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბოსნიელი ფეხბურთელი ჩაიგდონ ხელში, სიტუაციას ამარტივებს ისიც, რომ დედაქალაქელები მზად არიან პიანიჩი უკვე 38 მილიონ ევროზე იაფად დათმონ.ახლად წამოწყებულ მოლაპარაკებებში ინიციატივას თავად “რომას” ხელმძღვანელობა იჩენდა, მათ სურთ, რაც შეიძლება მალე გაასხვისონ ცენტრალური ნახევარმცველი და მიღებული ფინანსური ინვესტიციებით რამდენიმე მოთამაშე დაიმატონ.საბედნიეროდ, სიტუაცია ჯერ-ჯერობით ბებერი ქალბატონისთვის იდეალურად მიმდინარეობს, იმედია, ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხურება.
პიანიჩზე რაც იწერება თუ სიმართლეა და მართლა შედგა უკვე შეთანხმება გილოცსვთ ბიჭებო! ძალიან მაგარი ცენტრია რაც შეიძლება მალე მინდა გააოფიციალურონ… ბერარდიზე რახდება თუ შეთანხმებულია მაგასთანაც ყველაფერი და მოგვარებულია ყველა დეტალი რატო არ წარადგინეს?… ალვეშიც… მითხარით ვინმემ თუ ხართ აქ…

ბერარდისთან ყველაფერი შეთანხმებულია ალეგრიმაც ესაუბრაა ) ჯერ ელოდებიან მორატაზე მოლაპარაკებებს რეალთან ) ალვეშიც იუვეშია უკვე მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს ეგ ტრასფერიც ) ალვეში უკვე ბრაზილიელ ჟურნალისტებთან აქტიურად საუბრობს იმაზე რო იუვეში უნდა წარმატების მიღწევა )
38 რო გადაეხადა რომასთვის ვინმეს შეთანხმების თანახმად 5.3 მილიონი მოთამაშის იყო მაგ ფულიდან :D ) როგორც ჩანს პიანიჩმა თავად თქვა უარი მაგ თანხაზე და რომა თანახმაა 32 მილიონზე 30 ეხლა 2 ბონუსი ) იბიცაზე ისვენებდა ბიჭი და დღეს რომში ჩავიდა მოლაპარაკებაზე იუვესთან ) იმედია იტალიელების ზღაპარი არაა ეგ ) თუმცა ყველა მაგაზე საუბრობს უკვე რო შედგა შეთანხმება )
მართლა ძალიან ბევრგან დაიწერა უკვე
მგონი პიანიჩი იუვენტინოა
ძაან მაგარი ტრასფერი იქნება )) იმედია მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს )
უნდა იჩქარონ ) მალე ალბათ ნეანგოლას წაიყვანს კონტე ყცველაფერი მაქეთკენ მიდის ) და რომამ მერე შეილება გადაიფიქროს პიანიჩის გაშვება )
ოპააა მაროტამ რომში წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებებიოოო, 30.4 მილიონი რომას, 5 წლიანი კონტრაქტი 4.7 მილიონით წელიწადში პიანიჩს
ეს თუ სიმართლეა მე პირადად უზომოდ გამიხარდება და იუვეს ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად ვთვლი, იმედიაა ბოლომდე გაამართლებს მოლოდინებს მირალემიიი 
30.4 ლიმონი რა არის
ამ ფასად როგორ ვიყიდეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩენტროკამპისტა. იმედია არაა ჭორი
მართლაც რომ იდეალური ფასია ამ კაცისთვის, პიანიჩის კონტრაქტის მთელი დეტალები და მაქინაციების სასუალების მომცემი მანევრები გამოიყენა ჩვენმა ბრუცომ
იმედია ოფიციალურად დადასტურდება და მაგარი დასაცინები არ გავხდებით

გილოცავთ იუვემ პიანიჩი გაიფორმააააა :)

იყიდეთ რააა
გადაუხადონ 35 თუ რამდენსაც ითხოვენ, აშკარად მეტი ღირს მირალემი
პიანიჩი ჩემთვის სუპერ ტრანსფერი იქნება… მოიყვანონ და მაროტას აღარ Vაგინებ
დროზე ცოტა