პერეირა “უოტფორდს” უახლოვდება
მაშინ, როდესაც მირალემ პიანიჩი ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება, რობერტო პერეირა ბრიტანულ გზას ადგას.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალტერ მაცარის “უოტფორდში” არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა სურს და მზადაა, მის სანაცვლოდ 13,5 მილიონი ევრო გადაიხადოს.ჯუზეპე მაროტას ფინანსები სწორედ პიანიჩის დასამატებლად სჭირდება და როგორც სჩანს, შემოთავაზებაზე თანხმობას აცხადებს.ამავე წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები მალე დასკვნით ფაზაში შევა და პერეირას გულშემატკივრები ნისლიან ალბიონზე იხილავენ.
ცოტაა 13.5
საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი პერეირა, თუმცა იუვეში ვერ მოუძებნა ადგილი მაქსმა. 1 წელი გაანათხოვრონ საშუალო დონის კლუბში და შემდეგ კარგ ფასად გაყიდიან
იუვედან ძნელია უოტფორდში გადასვლაა ::D ) პერეორას ქონდა რაღაც ტალანტის მაგვარი ) მაგრამ საბოლოოდ ტრავმებმა და არასტაბილურობამ თავისი სიტყვა თქვა ) აღარ არის ამის ადგილი უკვე გუნდში )