რომას ფანები პიანიჩს სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაწყოფას აყენებენ და ემუქრებიან
მართალია როგორც ჩვენმა გუნდის წევრმა გიორგი დარჯანიამ აღნიშნა ქვედა სტატიაში, რომ პიანიჩის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომას ქომაგები მირალემს სოციალური გვერდის საშუალებით მიწასთან ასწორებენ.. ნახევარმცველის მიმართ მუქარის წერილებიც კი ვრცელდება, რაც მოსალოდნელი იყო.. რომასა და იუვეს ქომაგებს შორის საშინელი სიტუაცია სუფევს და როდესაც ერთი გუნდის წევრი კარიერას მეორეში აგრძელებს, მას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. გთავაზობთ რამდენიმე ტექსტს, რომელიც ტუტოსპორტმა გამოაქვეყნა:
“სამწუხაროა.. შესაძლოა ჩემი არცთუ ხშირი სიმპატიისა, სწორედ შენ იყავი რომას საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ კარიერის იუვეში გაგრძელება არის ყველაზე დამამცირებელი საქციელი, მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდი”.. შენ ამ გადაწყვეტილებით კარიერას და განვითარებას წერტილი დაუსვი”.. “მირალემ, რომი ამას არასოდეს გაპატიებს”..
სამაგიეროდ ბედნიერია იუვეს ტიფოზერია:”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გამარჯვებების სახლში! შენ უკვე სხვა სამყაროში ამყოფ თავს, რომელიც სავსეა ლამაზი ტიტულებით! შენ ჩვენი ახალი პირლო გახდები!”
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა უკვეე. 1 ივნისიდან და დროზე გაიფორმონ თორე ბავარიის სურვილი მაშინებს.
“შენ ამ გადაწყვეტილებით კარიერას და განვითარებას წერტილი დაუსვი”
ეს ნაწილი ყელაზე სასაცილოა
რომა საცოდავო
ბოდიშს მოვუხდი რომას ქომაგებს მაგრამ მაგარი ძაგლი გუნდია და ასეთივე გულშემატკივრები ყავს იტალიაში და იმედია არა საქართველოში ფეხბურთელის სურვილი რომ არ ყოფილიყო იუვეში გადმოსვლა ცოცხალი თავით არ მოგვყიდიდნენ მე ნებისმიერი იტალიური გუნდის გაძლიერება მიხარია მითუმეტეს იუვენტუსის საქმე იმაშია რომ პიანიჩი რომაში მაინც არ დარჩებოდა მათ კი ერჩიათ კონკურენტი ჩემპიონატის გუნდში გაეყიდათ ამათზეა ნათქვამი ავი ძაგლო
ბოსნიელი რომაში დიდი 2 ჯერ თუ ჩავა როცა რომა იუვენტუსი იქნება და თასზე თუ შევხვდებით მაგრად უნდა დაიკიდოს ამან ეგ თემები მარა მაინც მგონია სანამ ფორმით არ ვნახავ იქამდე ტყუილი ბაზარია რაც არ უნდა დაიწეროს
დავაი მალე დაიდოს სასტავში,მაალეეე ბრუცო რა ეს ძაან მაგარი ტრანსფერი იქება ზააან დახატავს გუნდს.
რომადან რო მიდის გადაწყვეტილია, იმედია ეხლა დრაქსლერზე რო იყო ისე არ დაიწყება და დროის გაწელვაში ბავარია არ აგვახევს პიანიჩს
შეთანხმება ფაქტიურად შედგა,მარა სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება ოფიციალურად ხო ვერ გაიფორმებენ ძმა?
ოფიციალურად შეიძლება გაფორმება, უბრალოდ სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება მანამ ვერ შეუერთდება გუნდს.. :)