იტალიური მასმედია:”პიანიჩის ტრანსფერი პოგბას წასვლას არ ნიშნავს”
ტურინში მირალემ პიანიჩის ტრანსფერი ნამდვილად არ გამოიწვევს პოლ პოგბას გასხვისებას.. ასეთი მოსაზრება აქვთ იტალიური მასმედიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგის მიმართ უკანასკნელ 24 საათში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ პერესი და იუნაიტედის წარმომადგენლები, რომლებიც 100 მილიონზეც არ იხევენ უკან. იუვეს აზრადაც არ მოსვლია ფრანგის გასხვისება, მაგრამ არავინ იცის ასეთ წინადადებაზე რა მოხდება.. თავის მხრივ ალეგრის მირალემის მოყვანა ზუსტად იმიტომ სურდა, რომ არსებულ შუახაზელებში სწორედ პიანიჩის მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი საბოლოოდ დააკომპლექტებდა მისი ფორმაციის გუნდს.
შარშანაც ასეთი ამბავი იყო ბარსას ფანებს უკვე ბარსელონელი ეგონათ პოლი მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა.ასე რომ დავმშვიდდეთ პოლმა 10_იანი რომ აიღო ნათლად დააფიქსირა ასად წასვლას არ ვაპირებო
ზიდანს უნდა კარგია.ჯერ ზიდანი რამდენ ხანს დარჩება რეალში კაცმა არ იცის,წელს რომ გაუვარდა და გაუმართლა ლიგაზე,ბევრს არ ნიშნავს.
ამოვიდა ყელში ეს რეალი და პერესი,ყველაფერს აფუჭებს რეალი,გარდა იმისა რო კონკურენტებს ახევს ყველას მერე სკამზე ალპობს.ამოვიდა მართლა ყელში რა,ხო შეილება რამე რეგულაციები დაწესდეს და ფული არ წყვეყდეს საქმეს?იმიტოა კალჩო კრიზისში რო ფული წყვეტს მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერს.პერესს რო შეხედავ ისედაც იგრძნობა რა ვირთხაც არი,ეგ ფულის მკეთებელი ბარიგა.
იუვეს აზრდაც არ მოსვლია კი მაგრამ რეალმა თუ ამხელა თანხა დადო გაუშვებენ ) თან პოგბაც არ საუბრობს მკაფიოდ რო იუვეში რჩება ) მოკლედ პოგბას იუვე ისედაც დაკარგავს წელს თუ არაა უახლოეს 2 წელში უეჭველი )
პიანიჩის მოსვლით მოზაიკას ააწყობს ალეგრი. პოგბას დარჩენა აუცილებელია ლიგის მოგებისთვის. ერთად იქნებიან ძალიან დიდი ძალა.
(Y)