ტურინი – რომი : მოლაპარაკებების მთელი სერია პიანიჩის თაობაზე
დღის ბოლო სტატიაში მოკლედ მოგახსენებთ მირალემ პიანიჩის გარშემო შექმნილ სიტუაციას და ხვალამდე დაგემშვიდობებით : გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ანტონიო რუდიგერმა ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მინდორს დაახლოებით 6 თვით ჩამოაშორდა, ამან “რომას” სატრანსფერო გეგმები თავდაყირა დააყენა და ჯიალოროსიმ მირალემ პიანიჩის გაყიდვა გადაწყვიტა, თანაც, 38 მილიონ ევროზე იაფად.იტალიური პრესის მტკიცებით, საბატინი თავად დაუკავშირდა ჯუზეპე მაროტას და შეხვედრა დაუნიშნა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა სწორედ ბოსნიელის ტრანსფერი იყო, “იუვეს” სპორტულმა დირექტორმა 30,4 მილიონი ევრო და პლიუს ორი მილიონი ბონუსები შესთავაზა დედაქალაქურ მხარეს, რაზეც თანხმობა მიიღო და საჭირო გახდა თავად ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალების მოგვარება.ამის შემდეგ, იბიცადან შვებულებაში მყოფი პიანიჩი იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა და როგორც სჩანს, შეხვედრა გამართა ფაბიო პარატიჩისთან.ბებერმა ქალბატონმა 25 წლის ნახევარმცველს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ანაზღაურების სახით 4,5 მილიონი ევრო და დამატებით კიდევ ბონუსები, ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა კი ძალიან რთულია.უახლოესი დღეები ტრანსფერში გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.ისე კი, ბიანკონერების ეს სვლა საბოლოოდ კარს დაუკეტავს ანტონიო კონტეს “ჩელსის”, რომელიც რაჯა ნაინგოლანის შეძენით იყო დაინტერესებული და ნაკლებ სავარაუდოა, ერთი ლიდერის გაყიდვის შემდეგ რომაელებმა ბელგიელი გაასხვისონ.
ეხლა ნახე ვერ იყიდიან და მოიყვანენ ბოლოს პელუზოებს და პადოინებს
ველოდები როდის გაოფიციალურდება
alvess ra zaan klasni padacha aqvs,2 sagole gaaketa wuxel da magradac itamasha (martalia haitis nakrebtan mara…)
mokled marotas sagol
ცოტა დროზე რა
ეს მოიყვანონ, მორატა შეინარჩუნონ და ხმის ამომღები არ ვარ, მაროტას ხატს ჩამოვკიდებ კედელზე
mshvenieria martlac mshvenieri.ogond pogba ar gaiyidos tore yvelaperi wyalshi chaiyreba
male gaupormet kontraqti
ვაა ძან მაგრია პიანიჩი მართლაც სუპერ ტრანსფერი იქნება ბრაო მაროტა გაოფიციალრებას ველოდები
dzaan magari transferiiiiii tanac mshvenier fasad…
26wlis pianichi aee. . .
Dade brucones Kaci vinc yvelaze metad gvchirdeba gundshi
დანი იუვენტინო ალვეში ბრაზილიის კაპიტანია დღეს
)) ბევრი იტალიელი ჟურნალისტი საუბრობს იმაზე რო საბატინიმ მაროტას უთხრა შეეშვას ბენატიას )) რომლის მოყვანა რუდიგერის ტრავმის შემდეგ რომას უნდა ) იუვე საკმაოდ ახლოს იყო ბაიერნთან შეთანხმებაზე )
ბენატია რომას იყოსს ) როგორც ჩანს ბაიერნმა უარი უთხრა რომას იმ მიზეზით რო იუვესთან პრინციპული შეთანხმება ქონდა წინასწარ ) მაგიტო დაურეკა საბატინიმ თავად მაროტას პიანიჩის გაყიდვას მაინც აპირებდნენ გამომდინარე იქედან რო ფინანსური პრობლემები აქ რომას ) და 20 დღეში 20 მილიონიანი გარღვევა უნდა ამოავსოს :D:D თუ არადა უეფა არ მისცემს ნებას ლიგაზე თამაშის ) ასე რომ საბატინიმ ფულიც აიღო და რუდიგერის ზამენაც ნახაა ))