პოგბა:”ჩემი მიზანია ვიყო საუკეთესო”
“სრულიად ბუნებრივია, როდესაც საზოგადოება ფეხბურთელებისგან ბევრს ელის.. განსაკუთრებით მათგან ვისი სატრანსფერო ღირებულება გამორჩეულად მაღალია.. თუმცა, თუ მან გოლი არ გაიტანა იწყება დაუღალავი კრიტიკა.. ამ ყოველივეში საკუთარ თავს ვგულისხმობ.. მათ ავიწყდებათ ჩემი პოზიცია და ფუნქცია, რაც მინდროზე მაქვს.. მეორეს მხრივ ჟურნალისტების აზრი საერთოდ არ მაინტერესებს.. მათთან დიდ დროს არ ვატარებ და რას, როგორ დაწერენ ნაკლებად მადარდებს. ვარ თუ არა ამბიციური? მსურს ვიყო საუკეთესო.. როგორც დავუშვათ ვიდეო თამაშებში ასევე მოედანზეც.. ბევრი მეუბნება თითქოს ეს ეგოისტური მიდგომაა, მაგრამ იყო საუკეთესო ნიშნავს იყო განსხვავებული.. არ მომწონს მარცხი და მეორე ადგილი, ჩემი მიზანი მწევრვალების დაპყრობაა. მაგალითად სკოლაში ყოფნისას მასწავლებლებს ვუთხარი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი.. ეს იყო მიზანი და არა ქედმაღლობა. რა მაკლია რონალდო-მესიმდე? გოლების რაოდენობას, რაც მათ გააჩნია.. ისინი არა ერთ ან ორ სეზონში იტანენ, არამედ მთელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე”.
მთავარია ვანახოთ პოლს რო იუვეს ლიგის მოგება უნდა და ამისთვის რესურს არ დაიშურებს და არსად არ წავა
პიანიჩის მოსვლით გუნდმა პოგბას ანახა, რომ გუნდს რეალურად შეუძლია ლიგის მოგება დ უნდა დარჩეს
არამგონია რო წავიდეს პოლი ხედავს რო ძლიერდება გუნდი და ჩვენ ვიქნებით 1ლიგის ფავორიტები
მაგარი ხარ პოლი