ტრეზეგე : “მორატა და პოგბა იუვეში უნდა დარჩნენ”
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ტრეზეგემ ტუტოსპორტთან ინტერვიუში ალვარო მორატასა და პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მათგანს ბიანკონერებში დარჩენას ურჩევს : “მორატას გარშემო არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია, მისი ბედი მხოლოდ იუვეზე არაა დამოკიდებული.ესპანელმა ფორვარდმა ბებერ ქალბატონში სერიოზული პროგრესი განიცადა და თუ ასე გაგრძელება სურს, ალეგრის გუნდში უნდა დარჩეს.იმედი მაქვს, მადრიდის რეალი მისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.ალვარო ყველანაირად ერგება იმ სისტემას, რომელიც იუვენტუსს აქვს ჩამოყალიბებული, ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების მიქსი, უახლოეს წლებში ესპანელი კიდევ უფრო ძლიერი გახდება.პოგბა ? – იმედი მაქვს, იუვეში კიდევ დიდხანს ითამაშებს, იტალიურ ფეხბურთს იგი სჭირდება, თუნდაც ევროასპარეზზე წარმატების მისაღწევად.გასაგებია, რომ 120 მილიონი ევრო საოცარი თანხაა, მაგრამ მგონი იუვენტუსისთვის ჯობია ამ თანხის აღების ნაცვლად თავად გააკეთოს ფსონი დიბალაზე და პოგბაზე.გუნდი ყოველწლიურად ვითარდება, მათ უკვე დაამყარეს რეკორდები კოპა იტალიასა და იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგის დრო დგება.”
რაგაც პოგმა აგარ აკეტებს ისეთ გულიან განცახდებებს როგორც ადრე რო ივეში თავს იდალურად გდზნობს და არსად გადასვლას არ აპირებს მაგრამ რაგაც დოზით მესმის მისიც ზალიან დიდ ტანხებს თავაზობენ
სჰენ გენაცვალე მაგ პოსლიკა თავში
რატო უნდა გაგვექცეს ფეხბურთელი ვისზე ნაკლები გუნდია ივენტუსი
მოუმატონ ცოტა ხელფასები არაფელი უჩირს
პოგბაზე უკვე გამზადებულია ახალი ხელშეკრულება გაზრდილი ხელფასით,მორატაზეც ითქვა უკვე რომ გაცილებით მეტს სთავაზობენ.იუვე უკვე მზადაა ხელფასების მომატებაზე წავიდეს.
კარგს შვებიან რო უმატებენ ისე ვერ შევინარჩუნეფთ თუ არ მოუმატეს ხელფასი
მართალი ხარ ტრეზეგე