ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვეში “იუვენტუსთან” კონტრაქტს კოპა ამერიკის შემდეგ გააფორმებს

ბოლო დღეების განმავლობაში დანი ალვეშის შესახებ საუბრები შეწყდა, თუმცა იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსისთვის” საგანგაშო არაფერი მომხდარა.ჯუზეპე მაროტას ბრაზილიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის თითოეული დეტალი შეთანხმებული აქვს და ოფიციალურად ხელშეკრულება კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაფორმდება.ახლა კი მაროტა/პარატიჩის დუეტი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, მაგალითად მირალემ პიანიჩის ტრანსფერით.ალვეშის მსგავსად, ყველაფერი მოგვარებულია ბოსნიელთანაც, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას მომავალ კვირაში უნდა ველოდოთ.იგივე რეჟიმშია დომენიკო ბერარდის საკითხით, იტალიელი ჟურნალისტების აზრით, ფორვარდის დაბრუნება ბებერ ქალბატონში მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.კიდევ ერთი ვთქვათ, ამჯერად დაცვის ხაზის გაძლიერებაზე, ბიანკონერების ხელმძღვანელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეჰდი ბენატიას აგენტთან და მიუნხენის “ბავარიასთან”, როგორც სჩანს, ალჟირელის ხილვა საკუთარ გუნდში მასიმილიანო ალეგრის ძალიან სურს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგია

Lb19
Lb19
8 years ago

Benatia ragat gvinda :blin:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x