იუვენტუსის ფინანსური მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით
Calcio e Finanza-ს სპეციალისტები მუდმივად აწარმოებენ საფეხბურთო კლუბების ფინანსური საქმიანობის ანგარიშებს. გამონაკლისი არც იუვენტუსია. მათი მონაცემებით, 2015/16 წლების სეზონში შავ-თეთრების მოგება 4%-ით უნდა გაზრდილიყო, 2014/15 წლების მდგომარეობით 324,7 მილიონი ევროდან 337 მილიონ ევრომდე.
კლუბის ბრუნვამ, სატრანსფერო პოლიტიკისა (37.15 მილიონი ევრო) და კონტინასას რაიონში ინვესტიციების (10 მილიონი ევრო) გათვალისწინებით, შეადგინა 385,18 მილიონი ევრო (წინა წელთან შედარებით ზრდა 11%-ია). Banca Imi-ს სპეციალისტები ნაკლებ ციფრებს ვარაუდობენ (340 მილიონი ევრო).
იუვენტუსის ფინანსური წარმატება, პირველ რიგში, დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან და შემოსავლის ზრდასთან. 2014/15 წლების სეზონისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 53,8 მილიონ ევროს, ხოლო 2015/16 წლების სეზონმა კი კლუბს 79.8 მილიონი ევრო მოუტანა. იუვენტუსისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა კონტრაქტი Jeep-თან (17 მილიონი ევრო) და Adidas-თან (25 მილიონი ევრო), ასევე ლიცენზიებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები (12 მილიონი ევრო).
კლუბის შემოსავლები პროპორციულად ასე არის განაწილებული:
55% – სატელევიზიო შემოსავლები;
24% – კომერციული შემოსავლები;
14% – შემოსავლები მატჩის დღეებში;
7% – სხვა შემოსავლები.
პოგბა არ გაყიდოთ
