მაროტა ბერარდის დაბრუნებას აპირებს, პოგბას თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
დომენიკო ბერარდის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა და მის შესახებ საუბრები იტალიურ პრესაში არ წყდება.სკაი სპორტის ცნობით, გუშინ “სასოულოს” ფორვარდის თაობაზე გარკვეული წინადადება მილანის “ინტერმა” მოამზადა, თუმცა ნეროვერდისგან მტკიცე უარი მიიღო, გამომდინარე იქედან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის უფლებათა პაკეტზე უპირატესობას ჯუზეპე მაროტა ფლობს და სწორედ ბებერი ქალბატონი გადაწყვეტს, სად გააგრძელებს დომენიკო კარიერას.ამავე წყაროს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი “იუვეში” ბერარდის დაბრუნებას კატეგორიულად მოითხოვს და სულ მალე, მოთამაშის ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
რაც შეეხება პოლ პოგბას და მადრიდის “რეალის” ინტერესს ფრანგის მიმართ – ფლორენტინო პერესი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას მინო რაიოლასთან ახლო ურთიერთობით აპირებს და ამის შემდეგ მიმართავს ოფიციალური წინადადებით ტურინს.თუმცა, ჯუზეპე მაროტა პოგბას თაობაზე არცერთი წინადადების განხილვას არ აპირებს, ბიანკონერები ლიდერების გასხვისებას არ აპირებენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოისმენენ რაიმე შემოთავაზებას, თუ თავად პოგბა მოინდომებს გუნდიდან გადაბარგებას, ეს კი ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება მირალემ პიანიჩს, როგორც ვთქვით, მისი ტრანსფერის დეტალები მოგვარების პროცესშია და ბოსნიელს ტურინში უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.
უფ რა გუნდია რა გუნდიიი..კვადრატა.მორატაც დატოვონ და ლივაც დაიდება
მიდი ბრუცო მიაწექი საქმეს შე ბებერო
აუ თქვენ გაიხარეთ რა მაგარი ინფორმაციებიაა