ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ასამოა, პერეირა, პადოინი, კასერესი )

მანამ, სანამ ჯუზეპე მაროტა “რომადან” მირალემ პიანიჩის გადმობირებას ცდილობს, კორსო გალილეო ფერარისზე მდებარე ოფისში რამდენიმე ფეხბურთელის თაობაზე შემოთავაზებები იყრის თავს.ტუტოსპორტის ცნობით, ბიანკონერების დატოვებასთან ძალიან ახლოს კვადვო ასამოა და რობერტო პერეირა არიან, მათ მიმართ ინტერესი კი უმეტესად, ინგლისის ჩემპიონატიდან მოდის.არგენტინელი ნახევარმცველის შეძენას “ვესტ ჰემი” და “უოტფორდი” ცდილობენ, თუმცა ფულს მის სანაცვლოდ არც სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაიშურებს.ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას პერეირაში დაახლოებით 15 მილიონი ევროს აღება სურს და ვნახოთ, დაიხურება თუ არა ეს ტრანსფერი წარმატებით.რაც შეეხება განელს, ინგლისური პრესა მუდმივად წერს “ჩელსის” ინტერესზე მის მიმართ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ ფაქტია, არ გადადგმულა.სიმონე პადოინზეც ვთქვათ, სერია ა – ში დაბრუნებული “კალიარი” გამოცდილი ნახევარმცველით ინტერესდება და იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი სარდინიულ გუნდში გადასვლას მოინდომებს, მაროტა მას სავარაუდოდ უსასყიდლოდ მისცემს წასვლის უფლებას.მარტინ კასერესი კი, 30 ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და რომელიმე გუნდს უფასოდ შეუერთდება, პრესის ცნობით, მისი დამატების სურვილს “ფიორენტინა” გამოთქვამს, ვნახოთ, მოინდომებს თუ არა ურუგვაელი “იუვეს” ერთ-ერთ მტერში თამაშს.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ასამუა მართლა მენანება მარა რას იზამ

rezi Sekhniashvili
8 years ago

გასაშვებები არიან ასამოაზე კი მწყდება გული მაგრამ სუ ტრანვა აქ :loool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x