ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი პიანიჩის ტრანსფერის დეტალებზე ავრცელებს ინფორმაციას

გამოცემა ტუტოსპორტმა მირალემ პიანიჩის ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერის დეტალების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, გუშინ შუადღით ჯუზეპე მაროტასა და “რომას” ხელმძღვანელობას შორის საბოლოო შეთანხმება შედგა ბონსიელის ტრანსფერთან დაკავშირებით, დეტალები კი ასეთია : “იუვე” ხსენებულ 32 მილიონ ევროს სამი წლის განმავლობაში გადაიხდის, კონტრაქტში არსებული 38 მილიონი ევროდან კი 6 მილიონი ფაქტობრივად, ფასდაკლება იქნება, რადგან მასზე უარი ტრანსფერის სანაცვლოდ თავად პიანიჩმა თქვა.პირადი ხელშეკრულების დეტალებიც უკვე მოგვარებულია და უახლოეს დღეებში წესით ყველაფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.აღსანიშნავია, რომ ტურინში უკვე ზეიმობენ პიანიჩის ტრანსფერს, აი რომში კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ჯიალორისის ფანები აგრესიულად არიან განწყობილნი როგორც თავად ფეხბურთელის, ისე კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ.ისინი “იუვენტუსთან” გამართულ მოლაპარაკებებს და პიანიჩის მტრების ბანაკში გაყიდვას აპროტესტებენ.

წყარო : Tuttosport

6 thoughts on “ტუტოსპორტი პიანიჩის ტრანსფერის დეტალებზე ავრცელებს ინფორმაციას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.