ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა მადრიდელებს მომავალ კვირაში შეხვდება

ჯანლუკა დი მარციომ ტურინის “იუვენტუსის” გარშემო შექმნილ სიტუაციაზე სკაი სპორტის ეთერში ისაუბრა.იტალიელი ჟურნალისტის თქმით, მადრიდის “რეალის” წარმომადგენლები მონტეკარლოში პოლ პოგბას აგენტს შეხვდნენ და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში 9 მილიონ ევროს დაპირდნენ, მინო რაიოლა კი 12-13 მილიონს ითხოვს.ფლორენტინო პერესს დიდი იმედი აქვს, რომ გარიგებაში რაიოლასთან არსებული იდეალური ურთიერთობა დიდ როლს ითამაშებს და სწორედ ამიტომ არ იშურებს მილიონებს ფრანგის სანაცვლოდ.რაც შეეხება ჯუზეპე მაროტას შეხვედრას მადრიდელებთან, იგი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.ბიანკონერების გენერალური მენეჯერი სამეფო კლუბთან ერთად ალვარო მორატას მომავალს გადაწყვეტს, ასევე მოითხოვს ინფორმაციას მატეო კოვაჩიჩის შესახებ და მოისმენს მადრიდელთა შემოთავაზებას პოგბას თაობაზე, თუმცა, დიდი შანსია ცივი უარი იქვე განაცხადოს.

რაც შეეხება მირალემ პიანიჩს, დი მარციოს მტკიცებით ტრანსფერი ყველანაირად მოგვარებულია და დეტალებს ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე არაერთხელ მოისმენდით, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ბოსნიელ ნახევარმცველს ტურინში ორშაბათიდან უნდა ველოდოთ, ნახევარმცველი ჯერ ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს, შემდეგ კი სავარაუდოდ მისი წარდგენა მოხდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

20 მილიონი შევთავაზოთ რაიოლას,რომ 3 წელი არ შეგვაწუხოს))

bugitto
8 years ago

რაიოლა 9 მილიონად პოგბას კი არა ოჯახს გაყიდის :lool: :lool: :lool:

ALLENATORE
8 years ago

ერთი ბალოტელით ვერ აკეტებს ფულს და განრისხებულია :D:D: ვინც კიტხავს ყველასთან ამბობს თავში ჭკუა არ აქო :D:D

ALLENATORE
8 years ago

აგენტია იმის დდდ :D:D ) ზლატანის ტრასფერშიც პარიზში 10 მილიონი ჩაუდეს ჯიბეში ) არაა პოგბას შენარჩუნება არარეალურია ისეთი რაღაცეები იწერებაა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x