ბალდისონი : “პიანიჩმა იუვეში ტრანსფერი თავად მოითხოვა”
“რომას” სპორტულმა დირექტორმა, მაურო ბალდისონიმ გაზეტა დელო სპორტთან საუბარში განაცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერი თავად ფეხბურთელის სურვილი იყო : “პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა და მინდა ყველაფერი დეტალურად განვიხილო.მირალემი კატეგორიულად უარყოფს ისტორიას, თითქოსდა მან მეგობარს სოციალურ ქსელში მიწერა და ჩვენი გუნდი გააკრიტიკა.მირალემს თავად ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ამ თემაზე არავისთან უსაუბრია.ვადასტურებ, რომ ტურინელებთან შეთანხმებას მიღწეული გვაქვს, დარჩენილია მხოლო მცირე დეტალები”, ამის შემდეგ ბალდისონიმ წაიკითხა თავად პიანიჩის ოფიციალური წერილი, რომელიც ბოსნიელმა ჯიალორისის ხელმძღვანელობას 9 ივნისს გაუგზავნა : “ამ წერილით მინდა გითხრათ, რომ ვითხოვ ჩემს კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და სხვა გუნდში გადასვლას.გარდა ამისა, მინდა განვაცხადო, რომ ის 20 პროცენტი, რომელიც მე მერგებოდა, გადაეცით ჩემს ახალ კლუბს და როგორც გითხარით, ეს იუვენტუსი იქნება.იმედი მაქვს, ტრანსფერის დეტალები ძალიან მალე მოგვარდება.”
მობრძანდით ბატონო მირალემ, იმედია ჩვენს ჯიგრულ “პრივეტ” ს ღირსეულ “ატვეტ” ს მიცემ
სეზონის დასაწყისში ვთქვი, ეს მაშინ როცა პიანიჩმა ჯარიმა გაგვიტანა, პირლოს მარტო ეს თუ შეცვლის იუვეში მეთქი დაა… ამიხდაა! ბრავოოო! მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი! ტრეკუარტისტა, ყველაზე მაგრა ეს მოერგება ჩვენს გუნდს! თან იტალიური ფეხბურთი მაგრად იცის! რაის გომეში? კროოსი, ან ისკოო? ყველას დედას ამის მერეეე! გილოცავთ იუვეს გულშემატკივრებოო! მაგარი ტრანსფერიაა!
ახლა ბენატია, ალვეში და ნახევარ მცველად თუ ათამაშებს ბერარდიც წავა) და ჩემი აზრით მზად ვართ)
Yvelgan didi dzala iqneba pianichi. Naxevar dacvashi yvela problemas moxsnis mgonja rom pogbaze metad gamoadgeba es juves. Standartulebze arafers vambob
სასწაული სიზუსტე აქ! მაგარი ტრანსფერია ბრატცი.
მალე გააოფიციალურეთ რა
ჯიგარია,მაგარი შენაძენია,გუნდს სერიოზულად გააძლიერებს
ადრეც ვაფასებდი ამ ბიჭს და ახლა ხო საერთოდ, ფულზე მნიშვნელოვანი ამისთვის იუვეში თამაში ყოფილა. ბარსა, ჩელსი და ბაიერნი ეპატიჟებოდა პიანიჩს. 20 % ზე უარი თქვა იუვეს გამო
ეს კაცი იუვესი დაასრულებს კარიერას გული მიგრძნობს
ლიგაზე პიანიჩი დიდი ძალა იქნება