#ForzaAzzuri:”დღეს, ჟურნალისტებს კონტე და ბუფონი შეხვდებიან”

იტალიელები განაგრძობენ მზადებას ევრო 2016-ის პირველი მატჩისთვის, რომელიც ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.. სხვათაშორის დღევანდელ ვარჯიშს იფფ-ს პრეზიდენტი კარლო ტავეკიოც დაესწრო. რაც შეეხება აძურის პირველ მეტოქეს, იგი ბელგიის ნაკრები იქნება, რომელიც საერთო მოსაზრებით მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია. დღეს კი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება ბუფონის და კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.