ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი:”მაროტას და პერესის შეხვედრა ოთხშაბათს შედგება”

დღევანდელი დღის ბოლოს კი ლუკა მარკეტის სატრანსფერო მიმოხილვას გაგაცნობთ:“ბიანკონერიმ პიანიჩის ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათახნმა და ახლა უბრალოდ უნდა დაველოდოთ მირალემის ტურინში ჩასვლას სამედიცინო შემოწმებისთვის. რაც შეეხება მაროტას და პერესის შეხვედრას მისი თარიღი ცნობილია.. მხარეები ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან.. ბუნებრივია ძირითიადი სასაუბრო თემა ალვარო მორატა გახდება, თუმცა მაროტას პოგბაზეც მოუწევს დისკუსია, მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსი არ აპირებს მასთან განშორებას. თავის მხრივ პერესი ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს და ისეთი ფეხბურთელი შესთავაზოს მნიშვნელოვან კომპენსაციასთან ერთად იუვეს, რომელზედაც უარის თქმა იოლი არ იქნება. არ არის გამორიცხული ამ შეხვედრაზევე გადაწყდეს მატეო კოვაჩიჩის მომავალი, რომლის ტურინში ხილვა ალეგრის სურს..ბენატიასთან დაკავშირებით ახალი სიახლეა.. შესაძლოა მაროტამ იგი არენდით აიყვანოს.. ხოლო თუ პოგბას გაშვება მართლაც მოუხდა, მაშინ იუვენტუსის რიგებში გამორჩეული ფორვარდის ხილვა არ უნდა გამოვრიცხოთ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არცეტ ვარიანტჰი არ უნდა გაუჰვან პოლი

osvaldo ardiles
8 years ago

რაის კოვაჩიჩი? ან ინტერში რას აკეთებდა? ან რეალში რატო წაიყვანეს? კოვაჩიჩს თუ რთავენ ტრანსფერში, პოგბას ფასმა კიდე უნდა აიწიოს 30 ლიმონით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. არ იცის პერესმა ხის მორი სად გადააგდოს.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x