ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანი ალვეშის ბრაზილია კოპა ამერიკას გამოეთიშა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ბიანკონერების ახალწვეული დანი ალვეში ასპარეზობს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პერუსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.ჯგუფიდან გასასვლელად კარლოს დუნგას შეგირდებს შეხვედრა მინიმუმ არ უნდა წაეგოთ, თუმცა პერუელებმა ერთი გოლის გატანა და გამარჯვება მოახერხეს.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების კარში გოლი წესების დარღვევით, ხელით გავიდა, თუმცა მსაჯმა ამ მომენტს ყურადღება არ მიაქცია და გოლი არ გააუქმა.შედეგად, დანი ალვეში სავარაუდოდ, დროზე ადრე ჩამოფრინდება ტურინში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სწორედ მას შემდეგ გავა შვებულებაში.

8 thoughts on “დანი ალვეშის ბრაზილია კოპა ამერიკას გამოეთიშა

  1. დუნგა ხო მწვრთვნელი არაა რაა ) მაგარი ჯიუტი მასტიაა ჩინეთის ჩემპიონატიოდან იძახებს ფეხბურთელებს და ბევრი მაგათზე უკეთესი არ წაიყვანაა ) ალვეშიც დაისვენებს ეხლა და დუნგაც რომლესაც გააგდებენ ალბათ )

  2. მსაჯებმა უსამართლოდ გამაოგდეს, მაგრამ აშკარაა რომ ბრაზილიისგან მხოლოდ სახელი დარჩა, ისევე როგორც იტალიისგან

  3. ახლა ეს გაოფიცალურდებაა.ალბათ ახლა 2 კაცს გაასხვისებენ და კიდე ერთს გააოფიაცულერებენ ვინმეს,მაგრა მინდა კანტე ჯერ რაც ვთხოვე მაროტას ჯერ ასრულებს და ახლა იქნებ კანტეც დადოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.