ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzuri | კონტე:”ევრო 2016-ის გამორჩეულ მატჩს ველი”

“მომზადება დღეს დილით დავასრულეთ.. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენს ხელთაა.. მოედანზე 46 მებრძოლი იქნება.. 23 ჩვენი რიგებიდან და 23 მათიდან.. ევროპის ჩემპიონატი საოცარი ტურნირია, რომელიც ფეხბურთელის რანგში უკვე გამოვცადო.. დაე დადგა დრო მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც მივიღო საჭირო ემოცია. დიდი მატჩის მოლოდინი მაქვს”..


“მინდორზე საკუთარი თამაშის საჩვენებლად გავალთ.. ვაცნობიერებთ მეტოქის ძალას, თუმცა ვგრძნობ შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა. ჩემი სასტარტო შემადგენლობა? მას მატჩის დაწყდებამდე ერთი საათით ადრე შეიტყობთ.. უკანასკნელ ხანებში ბელგიელთა თაობაზე ბევრი რამ მოვისმინე.. გასაგებია, რომ ძირითადში არაერთი გამორჩეული ფიგურა ჰყავთ, მაგრამ ვილმოტსის გუნდის მთავარი დასაყრდენი ძლიერი სათადარიგოთა სკამია.. ამიტომაც არიან ისინი ფავორიტები.. გუნდს შეუძლია სკამიდანაც შეცვალოს მატჩის სურათი და ასეთ ტურნირს მსგავს ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს..

ტაქტიკური მონახაზი? მოდით დავტკბეთ ფეხბურთით, რომელიც დარწმუნებული ვარ ევრო 2016-ის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ 90 წუთად გადაიქცევა. ორივე გუნდი ორიენტირებულია საკუთარ ქომაგს სიამოვნება მიანიჭოს.. ნოემბერშიც, ამხანაგურის რანგში ძალზედ მხიარულ ნოტაზე ვირჯებოდით..

ბიჭებს უკანასკნელი ორი წლისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.. ძალიან რთულია მხოლოდ რამდენიმე დღით საჭირო დონეზე შეკრა კოლექტივი, მაგრამ მათ ამას მიაღწიეს. თქვენ ამბობთ რომ მათ სუსტი უკანა ხაზი ჰყავთ? მე კი ვხედავ ბარსელონას და ჩელსის ფეხბურთელებს, ასე რომ უმჯობესია მინდორს დაველოდოთ და შევხედოთ უკანასკნელი კვირის მანძილზე ვინ როგორ მოემზადა. ორი აზრი არაა რომ თავდასხმა და ნახევარდაცვა მრისხანე ჰყავთ, მაგრამ უკანა ხაზშიც გამოცდილი მოთამაშეები ირიცხებიან”.

 

ჯიჯი ბუფონისთვის მიმდინარე ევრო 2016 კარიერაში ბოლო ევრიოპის ჩემპიონატი იქნება. იტალიის გახსნითი თამაში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეროვნული ნაკრების ლეგენდამ და კაპიტანმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა დღევანდელი თამაშის თაობაზე.

“იტალიის ნაკრები უფრო სუსტია, ვიდრე ჩვეულებრივ? ჩვერ გვაკლია რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო. შესაძლოა ხალხი დანარჩენ მოთამაშეებზე წინ მაყენებდეს როგორც გუნდის წარმომადგენლობით ფიგურას. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები დიდი გამოცდილებით და მაღალი კლასით, რომლებმაც მთელი ეს წნეხი უნდა გადალახონ, და აგრეთვე ისეთები, რომლებიც პირველად არიან დიდ ტურნირზე, რათა ჯანმრთელ სიგიჟეს ეზიარონ.

არის პერიოდი, როდესაც ჩაქუჩი ხარ და ვიღაც სხვა გრდემლია. ამ შემთხვევაში ჩვენ მეორე ვართ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ განტევების ვაცებად ვგრძნობთ თავს. რეალური ღირებულება სათამაშო მინდორზე ჩანს და ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, დავამტკიცოთ რას წარმოვადგენთ. ასეთ ხანმოკლე ტურნირში ყოველთვის საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს, არამედ იგებს ის, ვინც ყველაზე უკეთესად გამოდის მოცემულ მომენტში. ჩვენ არაერთხელ გავმხარდვართ ამის მომსწრეები, თუნდაც დანია ან საბერძნეთის მაგალითები გავიხსენოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ”.

ტიბო კურტუა თუ ბუფონი 24 წლის ასაკში?

“არ მიყვარს შედარებები, თან მე 24 წლის იმდენი ხნის წინ ვიყავი, რომ აღარც კი მახსოვს! ახლა 38 წლის ვარ და ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც 24 წლის ასაკში და უფრო მეტად აღვიქვამ ამას, ვიდრე მაშინ, თან გაცილებით უფრო ძლიერი ვარ ახლა ფსიქოლოგიურად. რაც შეეხება კურტუას, ვიტყვი, რომ ის არის სამაგლითო მათთვის, ვისაც სურს გახდეს მეკარე და ნამდვილად დიდი ნიჭის პატრონია.

ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია, თუმცა ნოსტალიგიას ან მსგავს რამეს საერთოდ არ განვიცდი, პირიქით, ენთუზიაზმით ვარ სავსე. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ რას ნიშნავს ამ ასაკში გქონდეს პატივი ატარებდე ეროვნული ნაკრების მაისურს. როგორც არ უნდა წარიმართოს ჩვენი ასპარეზობა ამ ტურნირში, მინდა, რომ არანაირი სინანული არ დამრჩეს. იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გვქონდა პასუხგაუცემელი კითხვები ან შეგრძნება, რომ რა მოხდებოდა, რომ სხვანაირად გაგვეკეთებინა. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სულს და გულს ვდებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მწვრთნელისთვის”.

ერთხელ აზარმა თქვა, რომ ბედნიერი იქნებოდა ეთამაშა ბუფონის გვერდით და რომ მას ყველაზე მეტად აფასებს.

“ეს რთული საქმე იქნება, თუმცა ეს კომენტარი უზომოდ ამაყს მხდის. ის იმ მცირეროცხოვან ფეხბურთელებს მიეკუთვნება ევროპაში, რომლებსაც შეუძლიათ შედეგის შექმნა, მას გამორჩეული ნიჭი აქვს. ჩელსიშიც და ბელგიის ნაკრებშიც ის განიხილება ნომერ პირველ საფრთხედ. ერთი მოძრაობით შეუძლია მოიგოს თამაში”.

ქომაგებს შორის დაპირისპირება და შეტაკება?

“სამწუხაროა, რომ ასეთი დაძაბულობა აფუჭებს ტურნირს, რომელსაც სიხარული უნდა მოჰქონდეს. არ მესმის ადამიანების, რომელთაც არ აქვთ ეს სამოქალაქო შეგრძნება და უნარი, რომ ისიამოვნონ ფეხბურთით მშვიდობიან გარემოში”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
8 years ago

ჰო შენ ამ ემოციას ედერისგან არ მოგაკლდება. :))))

VIKING
VIKING
8 years ago

დღეს მოიგებს იტალია 1-0 :italy:

ლემინა
ლემინა
8 years ago

ჩემპიონები არა მაგრამ ფინალში ვართ!

ნიკა
ნიკა
8 years ago

Ort erts moigebs italia aucileblad:juvee: :juvee:

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

ამ მატჩში უნდა დავამტკიცოთ რომ სტატისტის როლში არ ვართ ჩასულები საფრანგეთში მე ჩემპიონობას არ ველოდები მაგრამ ამ გუნდს შესწევს იმის ძალა რომ 1-4 ფინალი ითამაშოს.

DeL_PieRoOo
8 years ago

:italy: მოვიგებთ უეჭველი :* წარმატებები გიჟებო :D :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x