ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” და “რეალი” ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” წარმომადგენლების შეხვედრის დრო ახლოვდება.მხარეები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან და რამდენიმე მოთამაშის საკითხზე გაისაუბრებენ.უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება ალვარო მორატას, რომელიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოდის.სკაი სპორტის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ფორვარდის ტურინში დატოვებას მაქსიმალურად ეცდება და გარკვეულ თანხას შესთავაზებს კიდეც სამეფო კლუბს, თუმცა როგორი იქნება ესპანელთა პასუხი, უცნობია.საუბარი ასევე შეეხება პოლ პოგბას და მატეო კოვაჩიჩს.ფრანგი ნახევარმცველის ხილვა საკუთარ გუნდში ზინედინ ზიდანს სურს, თუმცა ბებერი ქალბატონი მისი გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგია, ხორვატი შუახაზელი კი მადრიდის დატოვებასთან ახლოსაა და არაა გამორიცხული, იგი მაროტამ ხელში ჩაიგდოს.

წყარო : Football Italia

6 thoughts on ““იუვენტუსი” და “რეალი” ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

  1. პოგბა არ უნდა გაიყიდოს, პოგბა ცხენდო მარკეზე და ჭკვიანიჩი ძალიან მაგარი ნახევარდაცვა იქნება

  2. პოგბა ერთგვარი ამ იუვეს ახალი თაობის სახეა და არაფრის დიდებით არ უნდა გაიყიდოს :forza: :forza:

  3. პოგბას ხელი არ მოკიდოთ და დანარჩენს უკვე აღარ დავეძებ მარა მორატაც მენანება :loool: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.