ტურინელებმა ბრაზილიაში ახალი ალექს სანდრო აღმოაჩინეს..

ბიანკონერიმ ბრაზილიაში ახალ ალექს სანდრო იპოვა.. მისი სახელი და გვარი არის გუსტავო სკარპა, რომელიც 1994 წელს დაბადებულია და დღეისათვის ფლუმინენსეს ღირსებას იცავს. არსებული კონტრაქტის თანახმად 23 წლის მოთამაშეს 2019 წლამდე მოუწევს იქ დარჩენა. Tuttosport-ის მტკიცებით გალილეო ფერარისის ქუჩის ბინადრები საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ მის ტრანსფერს.. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს დაიგეგმა.. საგულისხმოა, რომ თუ ბიანკონერიმ ფლუმინენსესთან საერთო ენა გამონახა, იტალიელები გუსტავოს ერთი სეზონი სამშობლოში დატოვებენ და იტალიაში 2017/18 წლისთვის წაიყვანენ.
1994 წელს დაბადებული 23 წლის როგორ არის?
კარგი იქნება
ერთი წელი ევრა რჩება. შესაბამისად ეს ზედმეტია. როცა ევრა წავა სანდროს ჭირდება ზამენა, შესაბამისად კარგი იქნება ამის მოყვანა. სკამიდან შემოვა ხოლმე და თუ აქვს ნიჭი გაიზრდება თუ არადა დააპანჩუერებენ ))
ალექს სანდრო ძლიერია და მას ამ ეტაპზე ვერ ჩაანაცვლებენ.