ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzuri |”ბელგია” 0-2 “იტალია”

ბელგია: კურტუა, სიმანი (კარასკო 75′), ოლდერვირლდი, ვერმალენი, ვერტოგენი, ვიტსელი , ნაინგოლანი (მერტენსი 62′), დე ბრიუენი, ფელაინი, აზარი, ლუკაკუ (ორიჯი 73′)

სათადარიგოთა სკამი: მიგნოლეტი, ჟილე, დენიერი, მოუნირი, კაბასელე, დემბელე, ბენტეკე, ჯ.ლუკაკუ, ბათშუი

იტალია: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პაროლო, დე როსი (ტ.მოტა 78′), ჯიაკერინი, დარმიანი (დე შილიო 59′), ედერი (იმობილე 75′), პელე

სათადარიგოთა სკამი: ოგბონა, ძაძა, ფლორენცი, სირიგუ, მარკეტი, სტურარო, ინსინიე, ბერნანდესკი, ელ შარავი

გოლები: ჯიაკერინი 32′ (0-1), პელე 90′ (0-2)


 

პირველი ტაიმის შემდეგ აძური ჯიაკერინის გოლის წყალობით ბელგიას 1-0-ს ამარცხებს. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა და თან როგორი! ლეონარდო ბონუჩიმ მიითვალა.. კონტეს შეგირდებს ჰქონდათ კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც გრაციანო პელე ასრულებდა დარტყმას, თუმცა სამწუხაროდ ბურთი კარს ოდნავ აცდა.. იმედი ვიქონიოთ მეორე ნახევარში იტალიელები მიზანს მიაღწევენ და პირველ სამ ქულას მოიპოვებენ:

მატჩის მიწურულს კონტრიერიშზე წასული იტალიის ნაკრები მეორე გოლით დასაჩუქრდა.. ანტონიო კანდრევას საგოლე გადაცემა და გრაციანო პელე ხნის საკუთარი გოლების ანგარიშს ევროპის ჩემპიონატზე.. იმედი ვიქონიოთ მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი უკანასკნელი ბურთი არ გახდება და საუთჰემპტონის ფორვარდი კიდევ გაგვახარებს შედეგიანი ასპარეზობით:

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ბელგიასთან მატჩის შემდეგ საკუთარი შეგირდები შეაქო : “ვფიქრობ, შესანიშნავი თამაში გამოვიდა, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ დიდხანს ვემზადებოდით და მოხარული ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ.როგორც ხედავთ, ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნისას შეუძლიათ დამაჯერებლად თამაში.არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, წინ კიდევ ორი შეხვედრა გველის.ჩემს განკარგულებაშია გუნდი, ამ გუნდის პირდაპირი მნიშვნელობით, 23 მოთამაშე, რომლებიც ბედნიერები არიან რომ ერთი ქვეყნის ღირსებას იცავენ.აღნიშვნა ჯიაკერინის გოლის მომენტში ? – დიახ, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, მზად ვარ, ამ გუნდისთვის ფიზიკური ტრავმებიც კი მივიღო.”

წყარო : Football Italia

ლეონარდო ბონუჩი-ს საოცარი პასი მოედნის საკუთარი ნახევრიდან, ემანუელე ჯიაკერინის მიღება, დარტყმა და ბურთი ტიბო კურტუას კარის ბადეშია.ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ულამაზესი საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც ექს-ბიანკონერემ დააგვირგვინა გოლით.მატჩის შემდეგ ბონუჩიმ განაცხადა, რომ ვარჯიშებზე მსგავსს გადაცემებზე ხშირად აკეთებს : “ყოველთვის მომწონდა გრძელი გადაცემებით თანაგუნდელების მომარაგება, ვარჯიშებზე ამას ხშირად ვაკეთებ, იუვენტუსის შემადგენლობაში რამდენიმე საგოლე პასი გამიკეთებია და ახლა, ჯიაკერინის გავატანინე.საბედნიეროდ, ემანუელემ ბურთი კარგად დაამუშავა და ანგარიშის გახსნა მოახერხა.დაცვაში ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, ზონები გადავკეტეთ და მეტოქეს ნაკლები სივრცე დავუტოვეთ კარში დასარტყმელად.იმედი მაქვს, ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია, საფრანგეთს წარმატებისთვის ვეწვიეთ.”

წყარო : Football Italia

დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ემანუელე ჯიაკერინი გახდა, სრულიად დამსახურებულად.”ბოლონიას” ნახევარმცველმა ძალიან ბევრი იშრომა, გამარჯვების გოლიც გაიტანა და არაერთხელ ჩაშალა მოწინააღმდეგის შეტევა : “ყველაფერი კარგად დასრულდა.შოტლანდიის წინააღმდეგ ორი საგოლე მომენტი მქონდა, თუმცა ვერ გავიტანე, საბედნიეროდ, დღეს მიზანს მივაღწიე.ვფიქრობ, გოლის მომენტში მთავარი ბურთის სწორად გაჩერება იყო, მივიღე თუ არა მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი და ბურთი კარისკენ გადავგზავნე.ჩემი აზრით, გამარჯვება მთლიანად გუნდმა დაიმსახურა, ძალიან მოვინდომეთ.მატჩის დასრულების შემდეგ, მაისური გავიხადე და იგი ტრიბუნაზე მყოფ მამას გადავეცი, ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, მისი დიდი დამსახურებაა და ამ გამარჯვებას დიდხანს ელოდა.”

წყარო : Football Italia

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გრაციანო პელემ ეფექტური გოლი გაიტანა და შეხვედრაში ინტრიგა საბოლოოდ მოსპო.”საუთჰემპტონის” ფორვარდი მატჩის შემდეგ ბედნიერი სჩანდა : “ბოლომდე მწამდა, რომ ერთ მომენტს გამოვიყენებდი, ყოველი თამაშის დროს ასე ვარ.უნდა ელოდო შენს შანსს და ერთხელაც აუცილებლად მოარტყამ მიზანს.მცირე ტრავმა ? – მცველთან შეჯახებისას თითი დავიზიანე, თუმცა ისეთი თამაში მიმდინარეობდა, ტკივილს საერთოდ არ შევუწუხებივარ.კონტეს რეაქციები ? – ვფიქრობ, ანტონიოს ყველა კარგად იცნობს.იგი ყოველთვის იდეალურ თამაშს ითხოვს, გუნდი მაქსიმუმს აკეთებს მის გასახარებლად.თითოეულ ვარჯიშზე ყველაფერი ნულიდან იწყება, ვშრომობთ და ვიბრძვით წარმატებისთვის, ამის დასტური იყო პირველი გატანილი გოლი.ბელგიის ნაკრები ? – მათ მართლაც შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მინდორზე ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით.”

წყარო : Football Italia

დანიელე დე როსიზე რისი თქმა შეიძლება, “რომას” ცენტრალური ნახევარმცველი იდეალურად გამოიყურებოდა და ბელგიელთა არაერთ შეტევას მოუღო ბოლო : “ამ მატჩს დიდი ხანი ველოდით, ჩემი გუნდის ბოლომდე მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ რომაელმა მეგობრებმა ბელგიაზე ძალიან დიდი თანხა დადეს.ისინი გავაფრთხილე, რომ იტალია ორგანიზებული და ძლიერი გუნდია, თუმცა არ დამიჯერეს.ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, სკუადრა აძურაში 2004 წლიდან ვასპარეზობ და ასეთი კოლექტივი პირველად ვნახე, აქ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობს, ყველას მიზანი ერთმანეთზე დახმარებაა.კონტე ? – ანტონიო არის მწვრთნელი, რომელიც შეხვედრის წინ ცოტას ლაპარაკობს და შედეგს მინდორზე აჩვენებს.მართლაც, ბელგია ფურცელზე ფავორიტი იყო, მაგრამ ისინი სამართლიანად და რაც მთავარია დამსახურებულად დავამარცხეთ.”

წყარო : Football Italia

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ედერ მარტინსმა ბელგიელებთან შეხვედრაში ბევრი იშრომა, ბევრი იმოძრავა და არაერთხელ შეაწუხა მეტოქე გუნდის მცველები : “ფეხბურთი საოცარი სპორტია, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ ემოციებს გჩუქნის.ანტონიო კონტემ ნდობა გამომიცხადა და ძალიან ბევრჯერ სახლში მივარჯიშია იმისთვის, რომ ფორმა შემენარჩუნებინა.კრიტიკოსებს ნაკლებად ვუსმენ, ტელევიზორსაც იშვიათად ვუყურებ და არც გაზეთებს ვკითხულობ, მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.დღევანდელ შეხვედრაში ვაჩვენეთ ძალა, მონდომება და ის შედეგი, რომლისთვისაც ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობთ.არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი გამარჯვება იყო, ოთხ დღეში შვედებს ვეთამაშებით და მისთვის უნდა მოვემზადოთ.”

წყარო : Football Italia

41 thoughts on “#ForzaAzzuri |”ბელგია” 0-2 “იტალია”

  1. ისე ლიოვმა თქვა მხოლოდ რომ იტალია ფავორიტიაო დანარჩენებმა ჩამოწერეს იცის კაცმა ვისი უნდა ეშინოდეს და მოკალი :D

  2. ა კაცი კაცური ჯაკერინი ყოფილა რაც ყოფილა არადა გოლამდე კი ვაგინებდი :lool: :italy:

  3. ჯაკერინი უკლასოა,მაგრამ კლასნები ხო იყვნენ აზარი,დე ბრიუნე და ძმანნი მისნი,რა ქნეს რო? ))

  4. იმედი მაქვს ამაზე მეტ პრობლემას არავინ შეგვიქმნის )მაგრამ მეც და თქვენც ვიცით რომ ჯიაკერინიმ ეგ ბავშური შეცდომები თუ არ მოიშალა და პლიუს სხვებმა არ მოუმატეს, ჯიჯისგა მინიმუმ გინებას ვერ აცდებიან )) დარმიანის ერთ ეპიზოდში ისე გადაუხტი ვიფიქრე მოკლავსთქო )) კონტეს ბრავო ტაქტიკურად მოუყომარა ) ბონიმ სწორი თქვა ამ იტალიის სიძლიერე ტაქტიკური განსწავლულობა არის :) და ორგანიზაცია )

  5. მეომრები შეარჩია სწორედ კონტემ,ესაა იტალიის ერთადერთი კოზირი და ვეჭვობ ვინმემ დაამარცხოს.

    1. ბრძოლა რა შუაშია? ზონებს კეტავდა ნახევარდაცვაში დაცვას ეხმარებოდა ფლანგე დარმიანს შეტევაში მიყვებოდა ბოლომდე ფლანგზე შუაში შემოქონდა დე როსის აწვდიდა გასაშლელად თავდამსხმელების ზონაში შერბოდა და ზუსტად გოლიც შეაგდო … კონტრებზე სწრაფად ამოდიოდა ბოლო წუთებზეც ბევრი ამოიტანა მარცხენა ფლანგზე შეტევის მეტი რა გააკეთოს? იტალიის დონე და მაგარი ფეხბურთელი რო არაა რათ უნდა ბაზარი მაგრამ გარდა გოლისა დღეს ძალიან პროდუქტიული იყო აგერ ხვალ კონტე გამოვა და იტყვის რომ ჯაკერინი პროდუქტიული იყო ძალიანო… თორემ ჯაკერინი ვისაც ევასება ფეხბვურთი არ იცის მაგრამ ტიპი პროდუქტიულია და მოკალი … ისეთი უკლასოა ხვალ შეიძლება საშინლად ითამაშოს მაგრამ დღეს იყო საუკეთესო ბონუ კიელოსთან ერთად

  6. დე ბრუიენი,ფელაინი,აზარი,ლუკაკუ,ორიჯი… კიდევ კონტე თუ ასწავლის პრემიერლიგას თამაშს :lool: :lool:

  7. ჯიაკერინი ღადაობა იყო მთელი თამაში )) კარგს ხომ აკეთებდა მაგრამ ისეთ სულელურ ბურთებს კარგავდა, რომ )) მოკლედ დღეს ნეგატივი არ გვინდა პოზიტივით შემოვიფარგლოთ )))

    1. უკლასოა დავით და იმიტომ … ბევრი ბავშური შეცდომაც დაუშვა მაგრამ უაღრესად პროდუქტიული ამ სქემისთვის და ამ ფორმაციის იტალიისთვის

      1. ჯაკე ბოლო წლების ნებისმიერი ფორმაციის იტალიაში იყო ძირითადში.. დღეს რაც ითამაშა ჩემი აზრით საუკეთესო მატჩი იყო მისი შესრულებით

  8. Didi madloba bichebs am siamovnebistvis. Imedia gaanalizeben am tamashs imedia shvedebs magdeb shans AR mivemt. Jakerinim magra imushava Mara magra daigala. Ai marcxena mcvelis problemaa ashkarad isev el shaaravi daayenos jobia. Parolo ufro moixodeba imedia da tavs xshirad awevs ro dainaxos ukets poziciaze igrokebi

  9. საღოლ დაცვას ბონუჩის თამადობტ ედერი პაროლო და ჯაკერინი არ უნდა იდგნენ ძირითადში, მიუხედავად იმისა რომ ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა

    1. ჯაკერინიმ გოლი კი არა უდიდესი სამუშაო გაიღო … ალბათ ყველაზე დიდი … კონტეს სქემაში ძალიან ძლიერია … ინდივიდუალურად დიდი არაფერი მაგრამ ამ სქემაში უტევს, იცავს, ფლანგზე გადადის, ზონას აზღვევს სწრაფად ამოაქვს ბურთი კონტრზე და კარგად შერბის თავდამსხმელების ზონაში … რა ჯაკერინი უნდა დასვას სკამზე :lool:

  10. გილოცავთ ყველას. თამაშის მერე ლაპარაკი ადვილია მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მოგებაში, კაი 3.1 კუშიც დავარჭე :)
    ბარძალის რაჭირდა დღეს, ამდენი შეცდომა სეზონის განმავლობაში არ დაუშვია. ბუფონმაც გამაოცა ლუკაკუს ერთი ერთზე რა ნოიერობა აუტყდა სად გამოვიდა, 2004 ის მერე ჯიჯის შეცდომა პირველად დავაფიქსირე. ნუ შეიძლება ვცდები და რეალურად ეგრეც უნდა მოქცეულიყო

  11. გილოცავთ ყველა იტალიის გულსემატკივარს, ბრავოოო :italy:

    ძალიან მებრძოლი ნაკრებია(კონტეს ნაკრები)

    ბელგია დამარცხებულია, მტავარია ვინ იქნება შემდეგიიი :italy: :forza: :forza: :forza: :italy:

  12. ფორზააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა, გაპიარებული ბელგია დადუღბულია, შემდეგი მსხვერპლი ცხვირია

  13. დღევანდელ თამაშს რომ ვუყურე 1000 ჯერ მეტად დამწყდა გული ვერატი მარკიზიოოზე :blin: ძაან დიდი პოტენციალი გვექნებოდა :blin: ბრავო კონტეს ბრავო ბიჭებს :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.