ForzaAzzurri – ბონუჩი : “ასეთ გადაცემებზე ბევრს ვვარჯიშობ”
ლეონარდო ბონუჩი-ს საოცარი პასი მოედნის საკუთარი ნახევრიდან, ემანუელე ჯიაკერინის მიღება, დარტყმა და ბურთი ტიბო კურტუას კარის ბადეშია.ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ულამაზესი საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც ექს-ბიანკონერემ დააგვირგვინა გოლით.მატჩის შემდეგ ბონუჩიმ განაცხადა, რომ ვარჯიშებზე მსგავსს გადაცემებზე ხშირად აკეთებს : “ყოველთვის მომწონდა გრძელი გადაცემებით თანაგუნდელების მომარაგება, ვარჯიშებზე ამას ხშირად ვაკეთებ, იუვენტუსის შემადგენლობაში რამდენიმე საგოლე პასი გამიკეთებია და ახლა, ჯიაკერინის გავატანინე.საბედნიეროდ, ემანუელემ ბურთი კარგად დაამუშავა და ანგარიშის გახსნა მოახერხა.დაცვაში ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, ზონები გადავკეტეთ და მეტოქეს ნაკლები სივრცე დავუტოვეთ კარში დასარტყმელად.იმედი მაქვს, ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია, საფრანგეთს წარმატებისთვის ვეწვიეთ.”
რა დაცვა გვყავს იფ იფ

პირლო გამახსენა ლეომ
იდეალური გადაცემა იყო და იდელურად გაიჩერა ბურთი ჯაკერინიმ მანდ წამის მეასედი და დაკარგული იქნებოდა ბურთი ან კურტუა მოასწრებდა კუთხის შემცირებას და დაფარავდა დარტყმას ) ჯაკერინი რო პირლო არაა ეგ ყველამ იცის მაგრამ რაც მთავარია მთელი თამაში დარბის ტიპი დებრუინესაც მან დაუფარა დარტყმა მცველების ზონაში )
მიდი ლეო მიდი,შენი დიდი იმედი გვაქვს
