ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – ბუფონი : “ძალიან ბედნიერი ვარ”

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბელგიელებს დამაჯერებლად, 2-0 სძლია.მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გახარებული ჯანლუიჯი ბუფონი გაესაუბრა : “ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და სასურველი სამი ქულა მოვიპოვეთ.ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში და ფურცელზე უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს.ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, მოედანზე გადის არა თერთმეტი, არამედ თორმეტი მოთამაშე, დიახ, სათადარიგოთა სკამი ჩვენი დამატებითი მოტივაციაა და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.იმედი მაქვს, იტალიელი ტიფოზები გავახარეთ, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საკუთარი ქვეყანა ვასახელოთ, სხვა შემთხვევაში გამარჯვებას ფასი არ აქვს.”

“ასეთ ტურნირებში დიდი გამოცდილება გვაქვს, ვფიქრობ, ეს უპირატესობა კარგად გამოვიყენეთ და გამოცდილი მოთამაშეები ახალგაზრდებს დავეხმარეთ.როდესაც გამოცდილი და ვეტერანი ფეხბურთელი მინდორზე ასი პროცენტით იხარჯება, მუხტი გადადის ახალგაზრდებზეც და ისინი ბოლო წამებამდე იბრძვიან, სწორედ ასე მოხდა დღეს.ლიონში გამართულ მატჩში გვქონდა ყველაფერი, მონდომებაც, გუნდურობაც, წარმატებისკენ ლტოლვაც და რაც მთავარია, მოთმინებაც.თუმცა არ დაგვავიწყდეს, ერთი მოგებით არაფერი წყდება, წინ კიდევ ორი დაპირისპირებაა ჯგუფში და ხვალიდან სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ფიქრი უნდა დავიწყოთ.”

შეხვედრის შემდეგ ჯიჯიმ კარის ძელზე ჩამოკიდება სცადა, თუმცა ხელი აუსრიალდა და მინდორზე პირდაპირ ზურგით დაეცა : “თავს მშვენივრად ვრძნობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვები და ეს სწორედ ამის დასტური იყო.ხომ ხედავთ, ეს ჩემს ასაკშიც შესაძლებელია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

jiji imedixar

VIKING
VIKING
8 years ago

ჯიჯი არ მოადუნო ბიჭები :love:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x