ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – დე როსი : “სამართლიანი და დამსახურებული გამარჯვება”

დანიელე დე როსიზე რისი თქმა შეიძლება, “რომას” ცენტრალური ნახევარმცველი იდეალურად გამოიყურებოდა და ბელგიელთა არაერთ შეტევას მოუღო ბოლო : “ამ მატჩს დიდი ხანი ველოდით, ჩემი გუნდის ბოლომდე მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ რომაელმა მეგობრებმა ბელგიაზე ძალიან დიდი თანხა დადეს.ისინი გავაფრთხილე, რომ იტალია ორგანიზებული და ძლიერი გუნდია, თუმცა არ დამიჯერეს.ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, სკუადრა აძურაში 2004 წლიდან ვასპარეზობ და ასეთი კოლექტივი პირველად ვნახე, აქ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობს, ყველას მიზანი ერთმანეთზე დახმარებაა.კონტე ? – ანტონიო არის მწვრთნელი, რომელიც შეხვედრის წინ ცოტას ლაპარაკობს და შედეგს მინდორზე აჩვენებს.მართლაც, ბელგია ფურცელზე ფავორიტი იყო, მაგრამ ისინი სამართლიანად და რაც მთავარია დამსახურებულად დავამარცხეთ.”

წყარო : Football Italia

5 thoughts on “#ForzaAzzurri – დე როსი : “სამართლიანი და დამსახურებული გამარჯვება”

  1. როგორ მევასება ეს კაცი და როგორ შეაკლა ტავი რომას, მოსულიყო იუვეში თავის დროზე. თუმცა რომაელი რომ ვიყო, უფრო მეტად დავაფასებდი…
    ამას შეუძლია ნებისმიერ პოზიციაში თამაში ფაქტიურად და კარგია რომ კონტემ წაიყვანა.

    1. მაგარი კაცია დე როსი როგორც ვიცი ერთერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია იტალიაში, 6 მილონამდე აქ და რაც მთავარია რომაელების სიყვარული, ტიტულები ალბათ მეორეხარისხოვანია დანიელესთვის.
      მე მაგრად მევასება <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.