დი მარციო:”ხვალ, მილანში იტალიური კლუბები ლაპადულასთვის ომს გააჩაღებენ”

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ხვალ მილანში იტალიურ კლუბებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართება ჯანლუკა ლაპადულას და კარპარის თაობაზე.. პესკარას ნიჭიერ მოთამაშეებზე ერთბაშად რამდენიმე აპენინური გრანდი ნადირობს და იუვენტუსი მათ რიცხვში უკვე დიდი ხანია შედის.. ტურინელთათვის კარპარის გაფორმების საკითხი უფრო ადვილად ეჩვენებათ, მაგრამ ჯანლუკაზე საქმე არცთუ ისე იოლად არის.. მაროტას მისი გაფორმება და სასუოლოში გაშვება აქვს გადაწყვეტილი არენდით, მაგრამ ნაპოლი და ლაციო მზად არიან 9 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო მოთამაშეს ძირითად გუნდში თამაშის საშუალება მისცენ.. პესკარა არ იქნება წინააღმდეგი მათი საბოლოო გასხვისების, მაგრამ უპირატესობას იმ კლუბს მიანიჭებს, რომელიც ამ ორ ფეხბურთელს ერთი წლით ისევ მოკრძალებულ კლუბში დატოვებს, რომელიც მომავალ სეზონს სერია ა-ში გაატარებს.