ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს, მაროტა სასუოლოს და პესკარას მესვეურებს შეხვდა

ტურინელები კვლავინდებურად ყველაზე აქტიურები არიან სატრანსფერო ბაზარზე.. მათ არაერთ გვარს უკავშირებენ, თუმცა შესაძლო წამსვლელებზეც არანაკლები თავისტკივილია.. მადრიდელები განაგრძობენ ზეწოლას პოგბაზე, თუმცა რაიოლასთან კონსულტაციის შემდეგ ყველაფერი კარგად უნდა აწონ დაწონონ.. პოლის აგენტმა პირველი სეზონისთვის სამეფო კლუბს 12-13 მილიონი მოთხოვა ანაზღაურების სახით.. ხოლო ტრანსფერი 120-130 მილიონის რადიუსში შეიძლება, რომ განხორციელდეს.. გამოდის, რომ ჯამში პერეს ფრანგი 150 მილიონამდე უჯდება და საკითხავია რამდენად აძლევთ ფინანსური ასპექტი ასეთი ასტრონომიული თანხის ერთ მოთამაშეში ინვესტირებას.. თავის მხრივ იუვე მის შენარჩუნებას ყოველმხრივ ეცდება. დღეს, მაროტა ლაპადულას შეხვდა და ფეხბურთელს კონკრეტული წინადადებით მიმართა.. მოთამაშემ მოსაფიქრებლად მცირე დრო ითხოვა, რის შემდეგაც გადაწყვეტს ღირს თუ არა კარიერის სასუოლოში გაგრძელება.. შემდგომ ბიანკონერის გენერალური დირექტორი კარნევალეს ბერარდის მომავალზე გაესაუბრა.. გადაწყდა, რომ დომენიკო კიდევ ერთ სეზონს სასუოლოში გაატარებს. თუმცა, იუვეს ერთი წლის შემდეგაც ტრანსფერის უპირატესობის უფლება კვლავინდებურად ექნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x