ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri | იტალიის ეროვნული ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა შვედების წინააღმდეგ

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრები შვედეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება.სკაი სპორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმოიხილავდა იმ სავარაუდო შემადგენლობას, რომლითაც სკუადრა აძურას 17 ივნისს ვიხილავთ მოედანზე.იტალიური პრესის ცნობით, ანტონიო კონტე ძირითადში სამ ცვლილებას გეგმავს : დაცვაში, ნახევარდაცვაში და შეტევაში.თითქმის გადაწყვეტილია, რომ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს მატეო დარმიანი, რომელმაც ბელგიელებთან მცირე ტრავმა მიიღო და ერთი უხეში შეცდომაც დაუშვა, მანჩესტერ “იუნაიტედის” მცველს ან მატია დე შილიო, ან ალესანდრო ფლორენცი ჩაანაცვლებენ.დასვენების საშუალება შეიძლება მიეცეს დანიელე დე როსის, ამ უკანასკნელმა პირველ შეხვედრაში ძალიან ბევრი იშრომა და არაა გამორიცხული, ამჯერად საკუთარი ადგილი ტიაგო მოტას დაუთმოს.რაც შეეხება შეტევას, მცირე ტრავმის გამო დღევანდელი ვარჯიში კვლავ გამოტოვა გრაციანო პელემ, მის ნაცვლად კონტე სიმონე ძაძას ან ჩირო იმობილეს სასტარტოში დაყენებას განიხილავს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძაძას თამაში ძალიან მაინტერესებს,იმედია შეცდომებს ნაკლებად დავუშვებთ შემდეგ მატჩში

ნიკა
ნიკა
8 years ago

ედერს დააყენებს ისევ :evil:

დელ პიერო
დელ პიერო
8 years ago

იმოებილე, ფლორენცი, ელ შარავი სამივე უნდა ათამაშოს, არავითარი ზაზა. დეროსიმ დაისვენოს ნ1 კაცია ნახევარდაცვაში გამოცდილებით და ყველაფრით. ვიღაცამ დაწერა ეს ბებერი დეროსი ვინ არისო დროა ადგილი სტურაროს დაუთმოსო, ამაზე ძალიან დიდხანს ვიცინოდი :lool:

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

რატო არავითარი ზაზა? ძალიან იტალიური სტილის ტიპია და ისე უნდა დამტკიცება და შანსი დამიჯერე გოლს უეჭველი გაიტანს დღესდღეობით იმობილეზე ათი თავით მაღლა დგას!! პელეს დანაკლისი არ მომეწონა ძალიან მაგარია, დარმიანი სტო პრაცენტი სკამზე დასასმელია დე შილიომ უკეთესი შთაბეჭდილება დამიტოვა, ან ფლორენციც კაი ვარიანტია

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x