ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერესს ევროპის ჩემპიონატზე მორატას გაბრწყინების იმედი აქვს..

მორატას საკითხი უკვე ნერვებზე მოქმედებს.. ასეთ სათაურს უკეთებს მორატასთან დაკავშირებული სიახლეს გამომცემლობა ტუტოსპორტი.. იუვენტუსის მესვეურები წესით და რიგით მადრიდელ კოლეგებს დღეს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ესპანური კლუბის თხოვნით შეხვედრა განუსაზღვრელი დროით გადაიდო.. მოარული ხმების თანახმად პერესმა მიზანმიმართულად იმოქმედა, რადგან ჩეხებთან შეხვედრა მორატამ ჩააგდო.. ასე კი ესპანელის 60 მილიონად გასხვისება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეს კი ზუსტად ის ციფრია, რომლის მიღებაც სამეფო კლუბს მორატას სანაცვლოდ აქვს გადაწყვეტილი.. კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად თუ რეალი ალვაროს დაბრუნებას დააპირებს ინფორმაცია 30 ივნისიდან არაუგვაინეს 15 ივლისამდე უნდა მიაწოდოს ტურინულ მხარეს. ამ პერიოდის ფარგლებში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები მორატას 30 მილიონ ევროდ ესპანეთის დედაქალაქში დააბრუნებენ.

2 thoughts on “პერესს ევროპის ჩემპიონატზე მორატას გაბრწყინების იმედი აქვს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.